აღმოსავლური ჰოროსკოპი

ვირთხა
ვირთხა

1924, 1936, 1948, 1960, 1972, 1984, 1996, 2008, 2020…

ვირთხის წელში დაბადებული ადამიანები, თანდაყოლილი აგრესიულობით და ფაქიზი აღქმის უნარით არიან დაჯილდოვებულნი. ნუ მოგატყუებთ, მათი ერთი შეხედვით მშვიდი, ინდეფერენტული გამომეტყველება. ამ ადამიანებს შესანიშნავად ეხერხებათ სიმშვიდის ნიღბის უკან, საკუთარი ემოციური ბუნება და პრინციპული ნამდვილი მე დამალონ. ვირთხა უზომოდ მგრძნობიარე ნატურაა, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუკი ახლოს გაიცნობთ და აღმოაჩენთ, რომ მას სულ ცოტა რამეც კი სწყინს.

ეს ადამიანი, თავისი ცვალებადი ხასიათით და მოჩხუბარი ბუნებით არაერთხელ გაგაკვირვებთ. მას უყვარს ხალხმრავალ შეკრებებზე  ჭორაობა, არ ერიდება შავ იუმორს და სარკასტულ გამოთქმებს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ამ ადამიანებს უფრო მეტი ნაცნობი ჰყავთ, ვიდრე ჭეშმარიტი მეგობარი. თუმცა, ვირთხას ეს ფაქტი საკმაოდ კარგად აქვს გააზრებული, ამიტომ იგი ბოლომდე არასოდეს არავის ენდობა და ემოციების გამოხატვაშიც ძალზე თავშეკავებულია. ვირთხა ყოველთვის ცდილობს, ნებისმიერი ურთიერთობიდან ნახოს გამორჩენა, ამიტომ ამ ადამიანებისთვის არც საკუთარი შარმისა და მომხიბვლელობის (რაც უდაოდ აქვთ!) გამოყენებაა უცხო, სასურველი მიზნების მისაღწევად.

ვირთხების უმრავლესობა, მოთამაშე და გურმანია, იგი ყოველთვის მიჰყვება საკუთარი ეგოისტური ბუნებიდან მომდინარე იმპულსებს და იშვიათად თუ შეიზღუდავს თავს, ვინმეს ან რაიმეს გამო. ამ ადამიანებს პანიკურად ეშინიათ ყოველგვარი სახის ვალდებულებებისა და შეზღუდვების. ამიტომ თავგამოდებით გაურბიან კიდეც მათ. ვირთხები აზარტულები არიან და დღევანდელი დღით ცხოვრებას ამჯობინებენ. თუმცა ფინანსური ალღო, რომელიც მათ უმრავლესობას დაბადებიდან დაჰყვა, ბევრ მათგანს აძლევს შანსს საკუთარი თავისთვის უზრუნველი სიბერე უზრუნველყოს. ქალი ვირთხა ამ მოსაზრებით, არცთუ იშვიათად თანხმდება გარიგებით ქორწინებას, ხოლო მამაკაცი ვირთხა – საეჭვო გარიგებებსა და ფინანსურ მაქინაციებს.  ინტელექტუალური ვირთხა, შეიძლება საკუთარი საქმის ვირტუოზად იქცეს და მისი აზრი გარშემო მყოფთათვის გასათვალისწინებელი იქნება. თუმცა, მიდრეკილება, გზად საკუთარი სიამოვნებისთვის ყველაფერი გაანადგუროს, ბევრ ვირთხას ბრწყინვალე კარიერის კრახით დამთავრებას უქადის.

ვირთხები მუყაითი მშრომელები არიან, როცა მათ  შესაბამისი მოტივაცია გააჩნიათ საქმის საკეთებლად. თუმცა, ნებისმიერ ვირთხას ურჩევნია იცხოვროს ეშმაკობით, ვიდრე მუხლჩაუხრელი შრომით წელში გაწყდეს და ამ თვისებას იგი აუცილებლად გამოიყენებს, როცა სამუშაო ადგილზე ფეხს კარგად მოიკიდებს.
ვირთხა დიდსულოვანია მათ მიმართ ვინც უყვარს, თუმცა მისი მხრიდან ამ გრძნობის დამსახურება საკმაოდ რთული საქმეა. სამაგიეროდ, საყვარელი ადამიანისთვის ვირთხას, მთელი თავისი ქონების განიავება შეუძლია. თუმცა გულის სწორმა, მისი მხრიდან პერიოდულად წამოსული ცინიზმი და აგრესიის შეტევებიც მოთმინებით უნდა აიტანოს.

ვერძი ვირთხა
გამორჩეულად თამამი, უზომოდ ცნობისმოყვარე, კომუნიკაბელური და ეგოისტი ადამიანია. მას უყვარს ხალხთან ურთიერთობა და როგორც წესი, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ადვილადაც ექცევა. აქვს კარგი მანიპულაციის უნარი და კარიერისტული მიდრეკილებები.

კურო ვირთხა
შემოქმედებითი ადამიანია. კარგად ერკვევა ხელოვნებისა და მოდის სფეროში.
გააჩნია რბილი, დიპლომატიური ხასიათი. უყვარს ლამაზად ჩაცმა და არცთუ იშვიათად გამოირჩევა კულინარიული ნიჭით.

ტყუპი ვირთხა
უზომოდ კონტაქტური, კომუნიკაბელური და გამჭრიახი ადამიანია. შეუძლია მომენტალურად აუღოს ალღო ნებისმიერ სიახლეს. შეისწავლოს ახალი სფერო ან აითვისოს მისთვის უცნობი პროფესია. ხშირად იკეთებს ბრწყინვალე კარიერას მასმედიის ან პოლიტიკის კუთხით.

კირჩხიბი ვირთხა
ბუნებით ზარმაცი, მეოცნებე და პასიური ადამიანია. ბავშვობიდან ოცნებობს ჰქონდეს კომფორტული სახლი და ოჯახი. პარტნიორს, როგორც წესი, ერთხელ და სამუდამოდ ირჩევს. თუმცა მასთან დაშორების შემთხვევაში, ძალზე რთულად გადააქვს მარტოობა. არის ჩაკეტილი და იშვიათად ენდობა ადამიანებს.

ლომი ვირთხა
წინააღმდეგობრივი ადამიანია. მასში ერთმანეთს გამუდმებით ებრძვის, ლომის გულუხვობა და ვირთხის სიძუნწე. იგი ვერ იტანს დაქვემდებარებულის როლში ყოფნას, ამიტომ ხშირად ცდილობს მაღალი პოსტის დაკავებას კარიერულ სარბიელზე.

ქალწული ვირთხა
მთელი ცხოვრების მანძილზე, მიდრეკილია ერუდიციისა და ინტელექტის ამაღლებისკენ. ხშირ შემთხვევაში, მისი სამუშაო კვლევითი ან სამეცნიერო სფეროა. იგი შანსს არ გაუშვებს ხელიდან, რომ საკუთარი ცოდნით თავი არ მოაწონოს გარშემო მყოფებს. ამასთან ერთად, მას აქვს კარგი ფინანსური ალღო და ქონების დაგროვების უნარი.

სასწორი ვირთხა
დიპლომატი ვირთხა. მას გააჩნია თანდაყოლილი არისტოკრატიული მანერები და არტისტულობა. შესანიშნავად ახერხებს, ადამიანებს თავი მოაწონოს და მათთვის შეუცვლელი გახდეს. თუმცა, ზედაპირულობისკენაა მიდრეკილი და იშვიათად გამოსდის ხანგრძლივი დროის მანძილზე იქონიოს ვინმესთან ურთიერთობა.

მორიელი ვირთხა
დაბადებიდან მებრძოლი სულით გამოიჩევა. თუმცა, საიმისოდ, რომ მან საკუთარ მიზნებს მიაღწიოს, მისთვის აუცილებელია ოჯახური კერა და სითბო. ვირთხა-მორიელები ხანგრძლივად ცხოვრობენ მშობლების სახლში, ან თავად ქმნიან საკუთარ ოჯახს ადრეულ ასაკში, საიმისოდ რომ მყარი ემოციური დასაყრდენი ეგულებოდეთ ცხოვრებაში.

მშვილდოსანი ვირთხა
მოქნილი, კომუნიკაბელური და მომხიბვლელია. აქვს ნიჭი, საჭირო დროს საჭირო ადგილას იმყოფებოდეს. ნებისმიერი სიტუაციიდან ახერხებს სარგებლის ნახვას და მუდმივად იმის ცდაშია, რომ საკუთარი მომავალი მაქსიმალურად უზრუნველყოფილი გახადოს მატერიალური კუთხით.

თხის რქა ვირთხა
სტაბილურობა, სტაბილურობა და კიდევ ერთხელ სტაბილურობა – აი ამ ადამიანის დევიზი. თხის რქა-ვირთხა უზომოდ ფრთხილი, წინდახედული და დაკვირვებული ადამიანია. იგი არავის უახლოვდება, მანამ სანამ არ გადაამოწმებს პოტენციური ნაცნობის საიმედოობას. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანის ცხოვრებაში იშვიათად აქვს ადგილი ფატალურ შეცდომებს და მისი ყოველდღიურობა, როგორც წესი, დაგეგმილად და სტაბილურად მიედინება.

მერწყული ვირთხა
კრეატიული, ნიჭიერი და კომუნიკაბელური მერწყული-ვირთხა, ყველაზე განსხვავებული ტიპაჟია დანარჩენ ვირთხებს შორის. მას გააჩნია უნარი, მეგობრების გამო საკუთარი ინტერესებიც კი განზე გადადოს. აქედან გამომდინარე, იგი იშვიათად დარდობს მომავალზე და როგორც წესი, ადამიანებთან გულწრფელი ურთიერთობები ურჩევნია კარიერას ან პოპულარობას.

თევზები ვირთხა
გულჩვილი, მორცხვი და უზომოდ ემოციური თევზი-ვირთხა, როგორც წესი, მარტოობის მოყვარული ადამიანია. მას უყვარს გარშემო მყოფებზე დაკვირვება და საკუთარი დასკვნების გამოტანა მათზე. ხშირად მისგან კარგი ფსიქოლოგი ან ექიმი დგება. თუმცა, ცხოვრების მიმართ იდეალისტური დამოკიდებულების გამო, ეს ადამიანი არაერთგზის ხდება ბოროტი ხუმრობის ან აფერისტობის მსხვერპლი.

ხარი
ხარი

1925, 1937, 1949, 1961, 1973, 1985, 1997, 2009…

ხარის წელში დაბადებული ადამიანები, განსაკუთრებული შორსმჭვრეტელობით, ლოგიკური აზროვნების უნარითა და ინტელექტით გამოირჩევიან. ხშირად ხარი მომთმენი, ჩუმი, თავშეკავებული, ზომიერი ადამიანის ნიღბის უკან მალავს თავის რეალურ ბუნებას. თუმცა, თუ დაუახლოვდებით, მისი ნიჭი თქვენში გულახდილობა გამოიწვიოს გაგაოცებთ. ხარები ადვილად იმსახურებენ ადამიანების სიმპათიასა და კეთილგანწყობას. რაც მათ საშუალებას აძლევთ, საზოგადოებაში საჭირო და მოთხოვნადი ფიგურის როლი დაიმკვიდრონ
ადამიანებს ძალიან უყვართ ფიქრი და ხშირად აქვთ მოთხოვნილება განმარტოებაში დაგეგმონ სამომავლო გეგმები. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად მშვიდი და გულისხმიერი ჩანს, ბევრ ხარს ახასიათებს სნობური და შოვინისტური თვისებები. რაც როგორც წესი,  მის ხასიათში გამოკვეთილი კარიერიზმის სახით ჰპოვებს.
ხარი იშვითად გამოდის წყობიდან, არ უყვარს წვრილმანებზე კინკლაობა, მაგრამ თუ მართლა გაბრაზდა, მისი რისხვა განურჩევლობაში გადადის გარშემო მყოფებზე და გზად არავის დაინდობს. ბუნებით მეთოდურ, მოაზროვნე ხარს არ უყვარს, როცა ვინმე მის მიერ დასახული გეგმების შესრულებას საფრთხეს უქმნის და წინ ეღობება, კარიერაში წარმატების მისაღწევად. ხარს უნარი აქვს ჩვეულ სიტყვაძუნწობასაც კი აჯობოს. თუმცა, გამოკვეთილი კონსერვატიზმი, რაც სიახლეების რთულად მიღებაში გამოიხატება, მას ნაკლებად შეუძლია დაძლიოს.
ხარისთვის უმთავრესია ოჯახი. სწორედ ოჯახის შექმნის მერე აღწევენ ეს ადამიანები, შესამჩნევ აღმასვლას ცხოვრებაში. ხარი საიმედო, მზრუნველი და სტაბილური მეუღლეა, თუმცა, განსაკუთრებულ რომანტიკას მისგან ნუ ელით.
ამ წელს დაბადებული ადამიანები, არიან ოჯახის ბურჯები და ჭეშმარიტი დიასახლის-მამასახლისები. თუმცა, ოჯახის წევრებისგანაც, უპირობო მორჩილებას მოითხოვენ, რაც არცთუ იშვიათად ხდება მათთვის პრობლემების შექმნის საბაბი, საკუთარ თავისუფლებისმოყვარე ნაშიერებთან დამოკიდებულებაში.

ვერძი ხარი
მისი მთავარი დამახასიათებელი თვისება თავდაჯერებულობაა. იგი არასოდეს ეკითხება რჩევას გარშემო მყოფებს და როგორც წესი, ცხოვრებაში ყველაფერს, საკუთარი ჭკუითა და ძალისხმევით აგვარებს. მას უსაზღვრო თვითრწმენა და შრომისმოყვარეობა გააჩნია, რაც ეხმარება კიდეც იმაში, რომ დასახულ მიზანს ყოველთვის მიაღწიოს.

კურო ხარი
მგრძნობიარე, მზრუნველ და მოსიყვარულე კურო-ხარს სხვა ხარებისგან შედარებით ნაკლები სიჯიუტე და ლოიალურობა გამოარჩევს. იგი ძალიან რომანტიული და სექსუალური ნატურაა. თუმცა, ხასიათის ამ თვისებებს, მხოლოდ უახლოეს ადამიანებთან ავლენს. კურო-ხარს ძალიან აღიზიანებს გაურკვევლობა, ამიტომ, თუ მასთან ურთიერთობა გინდათ, ყოველთვის შეიტანეთ კონკრეტიკა თქვენს ქმედებებში.

ტყუპები ხარი
განსაკუთრებული ტყუპია, ეს იმიტომ რომ მასში ხარისთვის დამახასიათებელი პასუხისმგებლობის გრძნობა სჭარბობს ტყუპების უპასუხისმგებლობას. ამ ადამიანმა იცის, როგორ გამონახოს საერთო ენა ნებისმიერთან. ამასთან ერთად, ყოველთვის ერიდება საქმეში გადამეტებული ინიციატივის გამოჩენას. თუმცა, სამუშაოს რომელსაც მას დააკისრებენ, უნაკლოდ ასრულებს.

კირჩხიბი ხარი
ერთი შეხედვით მშვიდი და რბილი კირჩხიბი-ხარი, მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას მძაფრად განიცდის და შეუძლია თანამოსაუბრე, საკმაოდ მწარე ენითაც კი გააკვირვოს. ამ ადამიანის სულიერი წონასწორობა მთლიანად დამოკიდებულია ოჯახურ გარემოცვასა და ახლობლებზე. მათ უმრავლესობას კარგად განვითარებული ინტუიცია გააჩნია და იშვიათად ეშლება ადამიანების გამოცნობა.

ლომი ხარი
ამ ადამიანს ყოველთვის დიდი მოწიწებითა და პატივისცემით ეპყრობიან გარშემო მყოფები. მის ხასიათში ერთმანეთს კარგად ერწყმის, ლომის გრაციოზულობა და ხარის სოლიდური იმიჯი. იგი ყოველთვის ახერხებს დაიკავოს მაღალი თანამდებობა ან უბრალოდ იყოს პატივსაცემი პიროვნება, რომელსაც ყველა მიმართავს რჩევისა და დახმარებისთვის.

ქალწული ხარი
შრომისმოყვარე, კონსერვატორი და გაწონასწორებული ქალწული ხარი, ქონებასა და ადამიანებს ვისაც თავისად მოიაზრებს უჩვეულო შემართებით იცავს. იგი ადრეული ასაკიდან ეძებს საკუთარ ადგილს ცხოვრებაში და არჩეულ პროფესიაში მთელი ცხოვრების მანძილზე სრულყოფს.

სასწორი ხარი
სასწორისა და ხარის თვისებები საუკეთესოდ ავსებს ერთმანეთს, რაც შედეგად გვაძლევს გაწონასწორებულ, დიპლომატიურ და ჭკვიან ადამიანს, რომელიც არასოდეს ცდილობს კონფლიქტის გაღვივებას გარშემო მყოფებთან და ყოველთვის გააჩნია უნარი, ნებისმიერი სირთულე ნერვიულობის გარეშე, აუღელვებლად გადალახოს.

მორიელი ხარი
გამორჩეულად აგრესიული, მიზანსწრაფული და უზომოდ ენერგიული მორიელი-ხარი, ყურადღებას საკუთარი პრინციპულობითა და გამძლეობით იპყრობს. ამ ადამიანის გადარწმუნება ან დაშინება უბრალოდ შეუძლებელია. იგი გასაოცარი შემართებით მიიწევს წინ და როგორც წესი, ყოველთვის აღწევს დასახულ მიზანს.

მშვილდოსანი ხარი
ხარის თვისებების გავლენით, ამ წელს დაბადებული მშვილდოსანი, ჩვეულებრივთან შედარებით, გაცილებით მშვიდი და გაწონასწორებულია. მას თითქმის არ ჰყავს ცხოვრებაში მოშურნე ან მტერი, იმიტომ რომ, მაქსიმალურად ცდილობს ნებისმიერ სიტუაციაში საქმე კომპრომისით მოაგვაროს და ყველასთან მშვიდობიანი დამოკიდებულება იქონიოს.

თხის რქა ხარი
ორმაგი რქები, ორმაგი სიჯიუტე, ორმაგი შრომისმოყვარეობა. ხარი–თხის რქა, გამოკვეთილი კარიერისტია. მან ზუსტად იცის რომ მისი ადგილი მხოლოდ და მხოლოდ მწვერვალზეა. აქედან გამომდინარე, ენერგიას არ დაიშურებს საიმისოდ, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს. მას შეუძლია წლების მანძილზეც კი ორმაგი დატვირთვით იმუშაოს, მანამ სანამ სასურველ თანამდებობასა და მატერიალურ კეთილდღეობას არ მოიპოვებს.

მერწყული ხარი
შემოქმედებითი, ნოვატორული შეხედულებების მქონე უზომოდ კრეატიული მერწყული-ხარი, ყოველთვის ცდილობს საკუთარი ძალები ფუჭად არასოდეს დახარჯოს. მას ძალზე ოსტატურად ეხერხება თანამოაზრეების მონახვა და მათი საშუალებით, ნებისმიერი საქმისთვის თავის გართმევა.

თევზები ხარი
გულჩვილი და ემოციური თევზი-ხარი, მძაფრად რეაგირებს მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე. აქედან გამომდინარე, იგი ნებისმიერ წყენას იმახსოვრებს ხანგრძლივი დროის მანძილზე და წლების შემდეგაც კი ცდილობს, ჭკუა ასწვალოს შეურაცხმყოფელს.

ვეფხვი
ვეფხვი

1926, 1938, 1950, 1962, 1974, 1986, 1998, 2010…

ვეფხვის წელში დაბადებული ადამიანები, ბუნებით რევოლუციონერები, ამაყები და დაუმორჩილებლები არიან. ვეფხვი ვერ იტანს დაქვემდებარებულის როლში ყოფნას, რაც ხშირად აიძულებს მას გამუდმებულ კონფლიქტში იყოს ზემდგომებთან. რისკისა და დაუფიქრებლად ქმედების გადამეტებული სიყვარული, ვეფხვს ხშირად უხერხულ ან გამოუვალ სიტუაციაში აგდებს. ამიტომ, ურიგო არ იქნება, თუკი ეს ადამიანი მასზე მშვიდი და გაწონასწორებული ხალხის რჩევას გაითვალისწინებს, მანამ სანამ უშუალოდ ღია ბრძოლაზე გადავა.
ამ ადამიანს უყვარს ლიდერობა და არც მალავს ამას. მას შეუძლია უხელმძღვანელოს ადამიანთა ჯგუფს, შემოიკრიბოს თანამოაზრეები და საკუთარი მაგნეტიზმის ხარჯზე დიდი გადატრიალებებიც მოახდინოს საზოგადოებაში. იმპულსური და ფეთქებადი ხასიათის გამო, ხშირად სიმართლის თქმას ვეფხვს ვერავინ უბედავს. თუმცა, კარგი იქნებოდა, იგი ისეთი ადამიანების გარემოცვაში იყოს ხშირად, რომელთაც ჯანსაღი კრიტიკისა და ანალიზის უნარი გააჩნიათ. ასე ვეფხვი ბევრ დავიდარაბას აიცილებს თავიდან, რომელიც მის ცხოვრებაში არცთუ იშვიათი მოვლენაა.
ვეფხვისთვის აუცილელებლია მოერიდოს იმპულსურობასა და სანამ უშუალო ქმედებაზე გადავა, ჯერ კარგად გაანალიზოს შექმნილი სიტუაცია. ეს ადამიანები ხშირად იკავებენ მაღალ პოსტებს და ლიდერობისკენ მიდრეკილება მათ დაბადებიდან სისხლში აქვთ გამჯდარი. ვეფხვი ის ადამიანია, რომელსაც ძალა შესწევს, საყვარელ საქმეს თავი ბოლომდე მიუძღვნას და მასზე მაქსიმალურად დაიხარჯოს. თუმცა ხშირად ზედმეტი სიჯიუტე და მეწვრილმანეობა უშლის ხელს იმაში, რომ უკონფლიქტოდ შესძლოს მიზნის მიღწევა. სურვილი გამუდმებით იაროს წინ, დაიპყროს უფრო და უფრო მაღალი მწვერვალები, ხანდახან ამ ადამიანს ნევროზის ფასად უჯდება. მას ეზიზღება ჩარჩოები, შეზღუდვები, აკრძალვები. ბეზრდება დადგენილი წესრიგი, მოსაწყენი ბიუროკრატია და იბრძვის მის დასამარცხებლად. თუმცა, კარგი იქნება, თუ ბრძოლის უანრთან ერთად, ეს ადამიანი ცოტაოდენ კომპრომისის ხელოვნებასაც ასწავლის საკუთარ თავს. მისი ზღვარგადასული სიჯიუტე და პრინციპულობა ხშირადაა მის ცხოვრებაში დიდი ტრაგედიის მიზეზი.
ფულსა და აღიარებას შორის არჩევანი რომ გააკეთებინოთ, ეს ადამიანი უყოყმანოდ აირჩევეს მეორეს. მისთვის მატერიალურ კომფორტზე მაღლა, ხალხის აღიარება და საზოგადოებაში შექმნილი იმიჯი დგას. თუმცა, არცთუ იშვიათად ხდება, ისეც რომ ვეფხვი დიდი ქონების პატრონი ხდება, თუმცა ამ შემთხვევაშიც, იგი პირველ რიგში საკუთარი იმიჯის შექმნა-გაუმჯობესებაზე დახარჯავს ამ ფულს.
ვეფხვს, როგორც წესი, ექსტრიმით სავსე და დრამატული ცხოვრება აქვს. გადამეტებული ემოციურობისა და ფეთქებადობის გამო, ის არაერთგზის ეხვევა ცხოვრების მანძილზე ყოვლად მოულოდნელ, შეიძლება ითქვას, ფატალურ სიტუაციებში. ხოლო მისი ნიჭი, იბრწყინოს საზოგადოებაში, ვეფხვის გარშემო ყოველთვის კრებს თანამოაზრეთა და მეგობართა დიდ გუნდს. რაც ეხმარება კიდეც მას იმაში, რომ ნებისმიერ სირთულეს თავი ღირსეულად დააღწიოს.

ვერძი ვეფხვი
გამომდინარე იქედან, რომ ვერძისა და ვეფხვის ტემპერამენტი ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს დგას, ვერძი-ვეფხვი ენერგიული, დინამიური და ეპატაჟური ადამიანია. მას თითქმის არ გააჩნია შიშის გრძნობა და სირთულეების წინაშე არასოდეს იხევს უკან. თანდაყოლილი ინტუიციის წყალობით კი, ყოველთვის ახერხებს თავიდან აირიდოს სახიფათო სიტუაციები.

კურო ვეფხვი
ტრადიციების მოყვარულ, კონსერვატორ კურო-ვეფხვს, უზომოდ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა და მოვალეობის შეგრძნება გააჩნია. ამ ადამიანს უყვარს შრომა და შეუძლია ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა აიტანოს, იქამდე სანამ საკუთარი უპირატესობის საჯაროდ დემონსტრირების საშუალება მიეცემა.

ტყუპი ვეფხვი
ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოვებული ტყუპი-ვეფხვი, მრავალმხრივი შესაძლებლობის პატრონია. მას აქვს უნარი, აქტიურად იღვაწოს საზოგადოებრივ ასპარეზზე. თუმცა, ჩრდილში ყოფნა და შესაფერისი მომენტის ლოდინიც ასეთივე ოსტატურად შეუძლია. რაც ხშირად აძლევს მას იმის შანსს, რომ ლიდერული პოზიცია დაიკავოს პროფესიული კუთხით.

კირჩხიბი ვეფხვი
კირჩხიბისა და ვეფხვის სინთეზი, ერთიანობაში საკმაოდ მერყევ, ცვალებად და არასტაბილურ ადამიანს იძლევა. მას ახასიათებს უჩვეულო აღმაფრენის პერიოდები, რომელსაც დეპრესიული დღეები მოსდევს. ამ ადამიანს, არცთუ იშვიათად რაიმე სახის შემოქმედებითი ნიჭი გააჩნია და საკმაოდ დიდ წარმატებასაც აღწევს, თუკი ხელოვნების რომელიმე სფეროს მიუძღვნის თავს.

ლომი ვეფხვი
გაორმაგებული ცეცხლოვანი ტემპერამენტის და სიამაყის გამო, ლომი-ვეფხვი უზომო პატივმოყვარეობით და გრაციოზულობით გამოირჩევა. ეს ადამიანი დიდ ყურადღებას აქცევს საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს. მისი ყველაზე დიდი ნაკლი კი, მერყეობაა. ვეფხვი-ლომი ადვილად ემორჩილება სხვის გავლენას. რის გამოც არაერთი კომპლექსის გაჩენის ალბათობის წინაშე დგება.

ქალწული ვეფხვი
ვეფხვის თვისებები ბუნებით მორიდებულ და სოციალურ ქალწულს, ლიდერობისა და მართვის ნიჭით აჯილდოვებს. ამ ადამიანს ერთნაირი ოსტატობით შეუძლია იყოს კულისებსმიღმა მოთამაშე და წამყვანი ფიგურა მოედანზე. ამასთან ერთად, მას მეთოდურობა და წინდახედულობაც ახასიათებს, რაც ყოველთვის წარმატების მომტანია მისთვის.

სასწორი ვეფხვი
თანდაყოლილი არტისტიზმი და გარდასახვის ნიჭი, სასწორ-ვეფხვს ეხმარება იმაში რომ ბრწყინვალე სამსახიობო კარიერა გაიკეთოს ან რომელიმე შემოქმედებით სფეროში გამოიჩინოს თავი. ეს ხალხი ავანტიურისტული თავგადასავლების მიმართ უზომო სიყვარულით გამოირჩევა. ამიტომ, მათ შორის ბევრი აზარტული თამაშების მოყვარული გვხვდება. თუმცა, სასწორის თვისება, ყველაფერში ჰარმონია და ოქროს შუალედი ეძებოს, ეხმარება მას იმაში, რომ ამ საქმიანობით არასოდეს დაზარალდეს.

მორიელი ვეფხვი
მორიელის მაგნეტიზმი და ვეფხვის სიცოცხლისუნარიანობა, გვაძლევს ადამიანს, რომელსაც შეუძლია კოლოსალური შესაძლებლობები გამოიმუშაოს საკუთარ თავში. მორიელ-ვეფხვს ძალა შესწევს ნებისმიერი სახის საფრთხეს „გადაახტეს“ და თავი ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი გადაირჩინოს.

მშვილდოსანი ვეფხვი
დელიკატური, სასიამოვნო ადამიანია. საკუთარი კომუნიკაბელურობისა და ინტელექტუალურობის ხარჯზე, კარგად ეხერხება გარშემო მყოფებთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარება. რასაც თავისი მიზნების მისაღწევად ოსტატურად იყენებს.

თხის რქა ვეფხვი
ვეფხვის მოქნილობა და ენერგია, კარგად ერწყმის თხის რქისთვის დამახასაიათებელ პრინციპულობას და წინდახედულებას. ამ ადამიანებს გააჩნიათ კარგი ორგანიზატორული თვისებები და გარშემო მყოფთა დარწმუნების უნარი. რაც ხშირად ხდება მათთვის პოლიტიკოსის ან დიპლომატის კარიერის გაკეთების საფუძველი.

მერწყული ვეფხვი
როგორც წესი, ეს მარტოსული ადამიანია, რომელსაც ამქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად საკუთარი დამოუკიდებლობა უყვარს. მერწყული-ვეფხვი ვერ იტანს დაქვემდებარებულის როლში ყოფნას. თუმცა, თავის მხრივ, არც ვინმეზე უფროსობა სიამოვნებს დიდად. იგი მიესალმება საყოველთაო მეგობრობის პრინციპს, თუმცა ამასთან ერთად, იტოვებს უფლებას იყოს „ყველასი და არავისი“.

თევზები ვეფხვი
ვეფხვის და თევზების სინთეზი, იშვიათი ლიდერული თვისებებით დაჯილლოვებული, პრინციპული და ენერგიული ხასიათის ადამიანის ფორმირებას უწყობს ხელს. არ მოგატყუოთ, მისმა ერთი შეხედვით ფლეგმატურმა იმიჯმა და ტიპური თევზებისთვის დამახასიათებელმა მოჩვენებითმა სიმშვიდემ. ამ ადამიანმა ყოველთვის იცის რა უნდა და როგორი ხერხებით მიაღწიოს სასურველ მიზანს.

კურდღელი
კურდღელი

1927, 1939, 1951, 1963, 1975, 1987, 1999, 2011…

კურდღლის (კატის) წელში დაბადებული ადამიანი, სხვა დანარჩენებისგან ქუდბედიანობითა და იღბლიანობით გამოირჩევა. ამ ადამიანს თანდაყოლილი სიფრთხილე, კარგი ფინანსური ალღო და კომფორტის დიდი სიყვარული ახასიათებს. კატა-კურდღელი ისევე როგორც ჩვეულებრივი კატა, ყოველთვის ეცემა თათებზე. იგი იღბლიანი, ნიჭიერი და პატივმოყვარეა. რასაც ოსტატურად იყენებს საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად. თუმცა, კატების უმრავლესობა, განსაკუთრებული სიღრმითა და სულიერებით იშვიათად გამოირჩევა. ეს არის მატერიალისტი ადამიანი, რომელსაც მარტივად და ლამაზად ცხოვრება უყვარს. შესაბამისად, ამისკენ იგი  მთელი არსებით მიისწრაფვის. კატას უყვარს საზოგადოება და ელიტური ჭორების ეპიცენტრში ყოფნა, თუმცა თუკი სხვაზე ჭორაობის უფლებას აძლევს საკუთარ თავს, იგი ამას ძალზე დახვეწილად და ფრთხილად აკეთებს ისე რომ, ამით საკუთარი თავი და რეპუტაცია არასოდეს დააზარალოს.
კატა-კურდღელი შინაური სიმყუდროვის მოყვარული ადამიანია. მას უყვარს სტუმრების მიღება-გამასპინძლება, ლამაზი საღამოების ორგანიზება ბუხრის პირას. მისი სახლი ყოველთვის დახვეწილი გემოვნებითაა მოწყობილი და გაფორმებული. ამ ადამიანებში ღრმადაა გამჯდარი მაღალი წრის საზოგადოების სიყვარული. შეიძლება ითქვას, რომ კატა-კურდღელი რაღაც დოზით სნობიც კია. თუმცა, კომფორტისა და ფუფუნების სიყვარული ამად უღირს. ამიტომ განათლება და ერუდიცია, რომელსაც კატა-კურდღელი დიდ ყურადღებას აქცევს, სწორედ რომ მაღალ საზოგადოებაში თავის გამოსაჩენად და ადგილის დასამკვიდრებლად სჭირდება.

ეს ადამიანი იშვიათად გამოდის წყობიდან, მას არ ახასიათებს აფექტური ქმედებები. უფრო მეტიც, რაც ყველაზე მეტად ეზიზღება კატა-კურდღელს ეს სკანდალი და ხმაურიანი გარჩევებია. ამიტომ ასეთი სიტუაციები მის ცხოვრებაში ძალზე იშვიათია. საჭიროების შემთხვევაში მას სენტიმენტალურობისა და თანაგრძნობის გამოჩენაც ეხერხება სხვების მიმართ, მაგრამ პირველ პლანზე იგი მაინც საკუთარ პრიორიტეტებს აყენებს.

მიუხედავად გარეგნულად ჯანსაღი იერისა, კატა-კურდღელის წელში დაბადებული ადამიანები, ძალზე რთულად იტანენ ნებისმიერი სახის მორალურ ან სოციალურ გასაჭირს. ამგვარ სიტუაციაში ჩავარდნილი ბევრი კატა, ხშირად ნერვული აშლილობის ან ფსიქოზის მსხვერპლიც კი ხდება. თუმცა, თანდაყოლილი სიფრთხილისა და წინდახედულების გამო, ეს ადამიანები ასეთ გამოუვალ და რადიკალურ მდგომარეობაში იშვიათად ვარდებიან.

ვერძი კატა

კატის თვისებების გავლენით, ასეთი ვერძი შედარებით მშვიდი და გაწონასწორებულია. იგი იშვიათად ლაპარაკობს ბევრს და არც ვინმესთვის სიკეთის გაკეთება ეხერხება უანგაროდ. კატა ვერძი ყოველთვის და ყველგან ელის გამორჩენასა და სარგებელს. იგი არასოდეს დახარჯავს საკუთარ ძალებს და ტალანტს ფუჭად. აქედან გამომდინარე, მისი მოტყუება ან გამოყენება ძალზე რთული საქმეა.

კურო კატა

დელიკატურობა და წვრილმანების შემჩნევის გასაოცარი უნარი, ეხმარება კატა-კუროს, რომ საკუთარი ემოციური ბუნება კარგად შენიღბოს. ეს ადამიანი ყოველთვის ერიდება ღია კონფლიქტს და მუდმივად იმის ცდაშია, რომ ურთიერთობა არავისთან გაიფუჭოს. თუმცა თვისება, ნებისმიერ ფასად აარიდოს თავი პასუხისმგებლობას, არცთუ იშვიათად ხდება გარშემო მყოფთა მხრიდან კატა-კუროს მიმართ ანტიპათიის მიზეზი.

ტყუპი კატა

ალბათ ყველაზე გაწონასწორებული კატაა კატისებრთა ოჯახიდან. მას არ ახასიათებს ქაოსურობა, ყოველთვის იცის რა უნდა და არანაკლებ ცხადად იცის, როგორი გზით მოიპოვოს მისთვის სასურველი რამ, იქნება ეს თანამდებობა თუ – ადამიანი.

კირჩხიბი კატა

სურვილი მუდმივად აკონტროლოს გარშემო სიტუაცია და ადამიანები, ძალზე ხშირად ხდება კატა-კირჩხიბისთვის ნევროზული მდგომარეობის მიზეზი. ეს ადამიანები ეგოიზმის მაღალი დოზით გამოირჩევიან, აქედან გამომდინარე, ნებისმიერ მარცხს შეუძლია მათი წყობიდან გამოყვანა.

ლომი კატა

ლომისა და კატის თვისებების თავმოყრა, ამ ადამიანს ერთობ ორიგინალურ ტიპაჟად აყალიბებს. იგი არც კატაა, არც ლომი. ამიტომ, მას უფრო ფოცხვერობა შეეფერება. კატა-ლომი, უზომოდ ამბიციური და რისკიანია. მაშინაც კი, როცა მას საკმარისი გამოცდილება ან რესურსი არ გააჩნია მიზნის მისაღწევად, იგი ყოველთვის მზადაა ფოცხვერივით მოულოდნელი ნახტომი გააკეთოს, რათა სამიზნე ხელიდან არ გაუსხლტეს.

ქალწული კატა

ამ ადამიანს გასაოცარი ფანტაზიის უნარი აქვს. მისგან როგორც წესი კარგი ლიტერატორი, მწიგნობარი ან კრიტიკოსი დგება. ხშირად, სხვების თვალწინ, მოვლენების გაზვიადება და სასურველის რეალურად წარმოჩენა უყვარს. მოსწონს ბრძენის როლის თამაში და ყოველთვის მზადაა მეგობრებს საკუთარი რჩევა-დარიგებები უხვად გაუზიაროს.

სასწორი კატა

კატის და სასწორის ხასიათის თვისებები, საკმაოდ კარგად ერწყმის ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კატა-სასწორი – „გლამურული კატაა“ მთელი თავისი დიდებულებით, დახვეწილი გემოვნებით, ლამაზად ჩაცმა-დახურვის ნიჭითა და საზოგადოებაში თავის დაჭერის უზადო მანერით.

მორიელი კატა

მორიელისა და კატის სახასიათო შტრიხები სინთეზში, ერთ-ერთი ყველაზე რთული და ამოუცნობი ადამიანის ტიპს აყალიბებს. კატა-მორიელი ხშირადაა დაჯილდოვებული ექსტრასენსორული თვისებებით და კარგი ინტუიციით. ამგვარი კომბინაციით, როგორც წესი, ყველაზე მეტი მაგი, მედიუმი და მისტიფიკატორი ევლინება ქვეყანას. თუმცა, მათი შრომა ყოველთვის ანაზღაურებული უნდა იყოს მატერიალურად. კატა მორიელს კარგი ფინანსური ყნოსვა აქვს,  აქედან  გამომდინარე,  მან  ძალიან  კარგად  იცის  საკუთარი  თავის  ფასი.

მშვილდოსანი კატა

კატის თვისებები დადებითად მოქმედებს თავისუფლებისმოყვარე, მოხეტიალე მშვილდოსანზე. მშვილდოსან-კატას უყვარს კომფორტი, ოჯახური იდილია, მეგობრული საღამოები. ამ ადამიანს შეუძლია, ნებისმიერი სახის ინფორმაცია ელვის უსწრაფესად მიიღოს და აითვისოს. მისთვის ხანდაზმულ ასაკამდე დამახასიათებელია ერუდიციისკენ სწრაფვა და ინტელექტუალური აქტივობა.

თხის რქა კატა

თხის რქის ხასიათის გათვალისწინებით, ამ კატას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „სიამის კატა“. იგი გარეთ აგრესიული და პრინციპულია, სახლში კი სიფუმფულის განსახიერება და მოსიყვარულეზე მოსიყვარულე არსებაა. თანდაყოლილი წინდახედულების და რაციონალური გონების გამო, მისგან კარგი ფინანსისტი ან პოლიტიკოსი დგება. იგი იშვიათად იცვლის საკუთარ შეხედულებებს და თუ მაინც იცვლის, ამას კატისთვის დამახასიათებელი მოქნილობით აკეთებს, ისე რომ სიტუაციის გამწვავება ნაკლებად გამოიწვიოს.

მერწყული კატა

რომანტიკოსი და უზომოდ გულმოწყალე კატა-მერწყული, ხშირად ხდება გარშემო მყოფთათვის მესაიდუმლე და საუკეთესო მეგობარი. ამ ადამიანს მაძიებლის ბუნება აქვს. იგი მუდმივად ცდილობს შეისწავლოს და გაერკვეს ირგვლივმყოფთა ხასიათში. აქედან გამომდინარე, ყოველთვის ახერხებს იმას, რომ არავისთან ურთიერთობა არ მიიყვანოს კონფლიქტამდე.

თევზები კატა

მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული თევზები-კატა, შესანიშნავად ფლობს გარშემო მყოფებით ოსტატურად მანიპულირების ხელოვნებას. მას ძალიან მოსწონს, როცა ადამიანები მის მიმართ ინტერესით იმსჭვალებიან. აქედან გამომდინარე, იგი გამუდმებით იმის ცდაშია, რომ საკუთარი პერსონა ბევრისთვის საინტერესო და მიუწვდომელი გახადოს.

დრაკონი
დრაკონი

1928, 1940, 1952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012…

 

დრაკონის წელში დაბადებული ადამიანები, სიცოცხლისუნარიანობით, დინამიურობით და ექსპანსიურობით გამოირჩევიან. დრაკონი ბუნებით ამაყი და გულუხვია. მისი მეფური ბუნების და უზადო იმიჯის უკან, ხშირად მგრძნობიარე და სათუთი პიროვნება იმალება. იგი გამუდმებით განიცდის ადამიანების მისდამი დამოკიდებულებას, რადგან გამომდინარე იქედან, რომ უზომოდ მიმნდობი და ალალია, მას ხშირად ატყუებენ. დრაკონი შესანიშნავი ორგანიზატორია, თუმცა მისწრაფება სრულყოფილებისკენ აიძულებს მას, იყოს მომთხოვნი როგორც საკუთარი თავის, ისე გარშემომყოფთა მიმართ. დრაკონთა უმრავლესობა, ფეთქებადი და ჯიუტია. ეს ადამიანები, არცთუ იშვიათად ნანობენ აფექტურ მდგომარეობაში წამოსროლილ სიტყვებს, რის გამოც ხშირად მათი ცხოვრება რადიკალურად იცვლება. თუმცა სახალხოდ ბოდიშის მოხდა და საკუთარი შეცდომების აღიარება, ბევრ მათგანს ძალიან უძნელდება. გამორჩეული ვიზუალური მონაცემების და მანერების გამო, დრაკონი ადვილად იმსახურებს საზოგადოებაში სიმპათიას. აქედან გამომდინარე, მას აქვს ყველა რესურსი საიმისოდ რომ ბრწყინვალე კარიერა გაიკეთოს და ბევრს მიაღწიოს ცხოვრებაში. დრაკონთა უმრავლესობა საზოგადო ადამიანია, მათი ცხოვრების დეტალებით, ყოველთვის ინტერესდებიან სხვები, მათზე ხშირად ჭორაობენ. თუმცა თავისი პომპეზური იმიჯის და დიდი სანაცნობო წრის მიუხედავად, ბევრი დრაკონი მაინც მარტოსულია და ამაოდ ეძებს პირად ბედნიერებას. ყველაფერი ამის მიზეზი მათი ხასიათიდან გამომდინარეობს. როგორც წესი, იგი იშვიათადაა უგონოდ შეყვარებული, მას უფრო პერიოდული, მძაფრი გატაცებები ახასიათებს და ძალზე ხშირად იგი თავად უფროა სიყვარულის ობიექტი ვიდრე პირიქით. ამ ნიშნის ადამიანები, ხშირად ხვდებიან საბედისწერო სასიყვარულო სამკუთხედის მთავარი გმირები. მათი მიზეზით ინგრევა ოჯახები, თუმცა თქმა იმისა, რომ დრაკონი მსგავს შემთხვევებს სულ არ განიცდის უსამართლობა იქნება. საქმე იმაშია, რომ დრაკონისთვის ოჯახი და ოჯახური პასუხისმგებლობები, მით უმეტეს ადრეულ ასაკში საკმაოდ რთულად მისაღები რამაა. ამ ადამიანს აქვს მძაფრი მოთხოვნილება, იყოს სოციუმის თვალსაწიერზე, იბრწყინოს, იყოს ლიდერი.. ამიტომ ცოლის ან ქმრის ბანალური როლი, მისთვის ჰორიზონტის შევიწროვებს ნიშნავს. აქედან გამომდინარე, ბევრი დრაკონი ხშირად არჩევს თავისუფალი ურთიერთობების სტილს ან ძალიან გვიან ასკაში ქორწინდება. თუმცა თუ მაინც დაუკავშირებს იგი თავის ცხოვრებას რომელიმე პარტნიორს,  მოთხოვნა პირადი თავისუფლების შეუზღუდავობის შესახებ უცვლელად დარჩება დრაკონის დღის წესრიგში და მეორე ნახევრისგან იგი ვერანაირ შეზღუდვებს ვერ აიტანს.

ვერძი დრაკონი – ლიდერული თვისებებით დაჯილდოვებული, მაქსიმალისტი და ენერგიული დრაკონი ვერძი, სხვა ვერძებისგან განსხვავებით გაწონასწორებული ხასიათით და თავის ფლობის უნარით გამოირჩევა. მან ყოველთვის იცის რა უნდა ცხოვრებაში და საკუთარ მიზნებს როგორც წესი მთელი ასი პროცენტით ისრულებს. ისე რომ ამით სხვებსაც აძლევს კარგ მაგალითს და წინსვლის სტიმულს.

კურო დრაკონი – ეს ადამიანი, ერთი შეხედვით გაწონასწორებული ხასიათის გეგონებათ, თუმცა კუროს სიმშვიდე მასში მოჩვენებითია. ამიტომ თუკი კურო დრაკონის თავმოყვარეობას უხეშად ეხებიან, მისი დრაკონული სიამაყე ელვის სისწრაფით იღვიძებს. კურო დრაკონს უყვარს სილამაზე და გამუდმებით ცდილობს ამ მხრივ საკუთარი გარეგნობის სრულყოფას. არანაკლებ ყურადღებას აქცევს იგი, საცხოვრებლად კომფორტული გარემოს შექმნას და ხშირად საკუთარი სახლის დიზაინერ-დეკორატორადაც გვევლინება.

ტყუპი დრაკონი – ამ მრავალმხრივი ნიჭით და ინტერესებით დაჯოლდოვებულ ადამიანს, კარგი ორგანიზატორული უნარ-ჩვევები გააჩნია, რისი წყალობითაც იგი ადვილად ახერხებს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნას. თუმცაღა თვისება, იშვიათად გაუწიოს სხვების აზრს ანგარიში, ხშირად ხდება მისთვის წარმატებით დაწყებული საქმის კრახით დასრულების მიზეზი. ამიტომ ტყუპ დრაკონს გარშემომყოფთა ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება მართებს, საიმისოდ რომ საკუთარი მიზნები განახორციელოს.

კირჩხიბი დრაკონი- დრაკონებს შორის ყველაზე მშვიდობისმოყვარე და უპრეტენზიო ქმნილებაა. მართალია კირჩხიბის გავლენით, იგი ყოველთვის მასზე გაცილებით უფრო ძლიერი პარტნიორის ძიებაშია, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მას არც დრაკონული თვისებების გამომჟღავნება გაუჭირდება და საკმაოდ კარგად შესძლებს პასუხისმგებლობით გაართვას თავი ნებისმიერ დაკისრებულ საქმეს.

ლომი დრაკონი – თანდაყოლილი ხელმძღვანელის ნიჭის წყალობით, ლომი დრაკონი არცთუ იშვიათად იკავებს მაღალ თანამდებობას და აღწევს გამორჩეულ, სოციალურ სტატუსს. თუმცა ამ ადამიანების სწრაფვა დასახული მიზნისკენ ხშირად იმდენად ძლიერია, რომ ისინი პრაქტიკულად ვერ ამჩნევენ გარშემომყოფთა ტანჯვას ან გასაჭირს. აქედან გამომდინარე, მტრებიც ბევრი ჰყავთ, ისევე როგორც მეგობრები.

ქალწული დრაკონი – ერთერი საუკეთესო კომბინაციაა იმ თვალსაზრისით, რომ დრაკონის დიდსულოვანი ბუნება, ქალწულისთვის დამახასიათებელ მეწვრილმანეობას გარკვეულწილად არბილებს და აბალანსებს. დრაკონი ქალწული დაკვირვებული და წინდახედულია, რაც მას საშუალებას აძლევს დიდ წარმატებას მიაღწიოს სამედიცინო ან კვლევითი საქმიანობის კუთხით.

სასწორი დრაკონი – როგორც წესი, კირჩხიბთან ერთად ეს დრაკონიც მშვიდობისმოყვარე და უვნებელი ხასიათით გამოირჩევა. თუმცა მიუხედავად თავისი ერთი შეხედვით, უკონფლიქტო ბუნებისა, იგი მაინც დრაკონია და შესაბამისად შეუძლია თავდაცვის რეჟიმშიც გადავიდეს თუკი ეს ყველაფერი მას საკუთარი სიამაყის ან გარშემომყოფთა ინტერესების დასაცავად ესაჭიროება.

მორიელი დრაკონი – ეს ერთერთი რთული კომბინაციაა, გამომდინარე იქედან რომ დრაკონის სილაღე და გახსნილობა, წინააღმდეგობაში მოდის მორიელისთვის დამახასიათებელ ფრთხილ, ეჭვიან ბუნებასთან. მორიელი დრაკონი უზომოდ მიმზიდველი და მომხიბვლელი ადამიანია. ის შეიძლება ერთი შეხედვით კეთილი და უშუალოც მოგეჩვენოთ, მაგრამ ემოციებს რომელსაც ეს პიროვნება გულში ატარებს აუცილებლად გადმოიფრქვევა ერთ მშვენიერ დღეს თქვენს თავზეც და შესაძლოა, არცთუ უსაფრთხოდ. აქედან გამომდინარე, მოერიდეთ მის პროვიცირებას და ეცადეთ საკმარისი დისტანცია დაიჭიროთ მასთან ურთიერთობაში.

მშვილდოსანი დრაკონი – ეს მხიარული, სიცოცხლისმოყვარული და ოპტიმისტი ადამიანია, რომელიც გარეგნული მშვიდობისმოყვარეობის მიუხედავად საკმაოდ საშიშია თუკი მის პროვოცირებას შეეცდებით. მშვილდოსან დრაკონს უყვარს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა, ასევე რამოდენიმე საქმის ერთად კეთება, რომელთაგანაც ხშირად არცერთი არ მიჰყავს ბოლომდე.

თხის რქა დრაკონი - ამ ადამიანს გასაოცარი შეუპოვრობა და თავდაჭერის უნარი გააჩნია. მისი ნიჭი ღირსეულად მიიღოს ცხოვრებისეული წარმატებაც და წარუმატებლობაც გარშემომყოფთა შორის აღფრთოვანებას იმსახურებს. თხის რქა დრაკონს შესანიშნავად ეხერხება შორსმიმავალი გეგმების დასახვა და მათი სისრულეში მოყვანა. ამასთან ერთად, დრაკონის შარმი მისთვის დამახასიათებელ, თხის რქულ პესიმიზმზეც დადებითად აისახება,  ამის გამო იგი შედარებით უფრო ნაკლებად პირქუში ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს გარეგნულად.

მერწყული დრაკონი - ამ ადამიანს, როგორც წესი ძალზე ცვალებადი ხასიათი აქვს. დრაკონი მერწყული მთელი ცხოვრების მანძილზე ისახავს ისეთ მიზნებს, რომელთა შესრულებაც ხშირ შემთხვევაში აფსოლუტურად შეუძლებელი და უტოპიურია. თუმცა მიუხედავად ამისა, იგი არასოდეს ამბობს უარს საკუთარ ჩანაფიქრზე. მერწყულ-დრაკონს უყვარს დამოუკიდებლობა, ამიტომ ოჯახური ცხოვრებით თავს ნაკლებად იზღუდავს და ხშირად არც კი  ქორწინდება ოფიციალურად.

თევზები დრაკონი – დრაკონის წელში დაბადებული თევზების ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები, ხშირად „თეთრი ყვავის“ სტატუსით გამოირჩევიან გარშემომყოფთა შორის. ეს იმიტომ, რომ მათ არცთუ იშვიათად, იდუმალებით მოცული ცხოვრება და ბევრისთვის ძნელად გასაგები ხასიათი აქვთ. ამ ადამიანებს, თავისებური დისტანციის დაცვა უყვართ ნებისმიერთან ურთიერთობის დროს. აქედან გამომდინარე, თითზე ჩამოსათვლელი მეგობარი და ვიწრო სანაცნობო წრე ჰყავთ, თუმცა ასეთი ცხოვრება მათ ძალიანაც მოსწონთ.

გველი
გველი

1929, 1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013…
თუკი თქვენ, გველის წელში დაიბადეთ იცოდეთ, რომ ბუნებამ თანდაყოლილი ნებისყოფით, ინტუიციით და გამჭრიახობით დაგაჯილოვათ. ამ წელს დაბადებული მამაკაცები განსაკუთრებული ემოციურობით, რომანტიულობით და სენტიმანტალურობით გამოირჩევიან, ქალები კი ხშირად ახერხებენ საკუთარი მისტიკურად ლამაზი გარეგნობა ძლიერი სქესის წარმომადგენელთა დასატყვევებლად ოსტატურად გამოიყენონ. გველს თანდაყოლილი, დახვეწილი გემოვნება და აქსესუარებისადმი განსაკუთრებული სიყვარული ახასიათებს. ამ ადამიანებს, ღრმა ემოციური სამყარო და კარგი, ანალიტიკური აზროვნების უნარი აქვთ. მათ შორის იშვიათად შეხვდებით, მოლაყბე ან ჭორიკანა პიროვნებას, თუმცა ეს სულაც არ უშლის ხელს ზოგიერთ მათგანს იმაში, რომ თანდაყოლილი გამჭრიახობა, ნაირ-ნაირი ინტრიგების დასახლართად ოსტატურად გამოიყენოს.
მაღალ ინტელექტუალურ დონეზე, გველი გარშემომყოფთა შორის ბრძენი ადამიანის სახელით სარგებლობს. უნარი, უშეცდომოდ გამოიცნოს გარშემომყოფთა ფარული ზრახვები, ბევრი გველის წელში დაბადებულისთვისაა  დამახასიათებელი. გველს როგორც წესი ბოლომდე მიჰყავს საქმე, რომელიც წამოიწყო და ძალზე რთულად ეგუება მარცხს. შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ იგი გადაწყვეტილებას საკმაოდ სწრაფად იღებს, თუმცა მას ნებისმიერი სვლა წინასწარ აქვს გათვლილ-გაანალიზებული, ამიტომ მიზნის მისაღწევად ნაკლებად იხევს უკან. სანამ გველთან ახლო მეგობრობას, მით უმეტეს მისთვის რაიმეს თხოვნას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით, ამ ადამიანს შეუძლია დაეხმაროს კიდეც მას, ვის მიმართაც სიმპათიით განეწყობა, მაგრამ ამის სანაცვლოდ თუ ჯეროვანი დაფასება ვერ დაიანხა ამ უკანასკნელის მხრიდან, ინსტიქტი აიძულებს მას, შემოეხვიოს იმ ადამიანს, ვისაც ცოტა ხნის წინ დახმარება აღმოუჩინა და დაახრჩოს კიდეც. ამიტომ ამ ადამიანებთან მიმართებაში, გონივრულ დისტანიცას თუ დაიჭერთ ურიგო როდი იქნება.

რაცშეეხება ფულს, გველს ბედი ხშირად სწყალობს ამ მხრივ. როგორც წესი, ეს ადამიანები ყოველთვის ახერხებენ, სასურველი თანხის შოვნას ცხოვრების ნებისმეირ ეტაპზე. ამიტომ ფინანსურ საკითხებზე მოწუწუნე გველი იშვიათად შეგხვდებათ ბუნებაში. მართალია, ეს ხალხი დიდი სიმდიდრის პატრონი ნაკლებად ხდება, თუმცა საჭირო დანაზოგს, ხანშიშესულ ასაკში, თითქმის ყველა გველი ფლობს. თუმცა გამორიცხული არაა ისიც, რომ მოხუცებულობის ასაკში, ზოგიერთი მათგანი, ხელმომჭირნე გახდეს და სიძუნწემ დარიოს ხელი.

სიყვარულში–გველი პარტნიორის მიმართ მზრუნველი, მოსიყვარულე მაგრამ მოუთმენელი და ეჭვიანია. სიყვარულის ობიექტს ზოგჯერ მაშინაც ვერ თმობს, როცა იგი უკვე აღარ უყვარს. ბევრ გველს აქვს მიდრეკილება, გარს შემოეხვიოს ყოფილ პარტნიორს და ცხოვრება მოუწამლოს თავისუფლების შეზღუდვით. ეს ყველაფერი კი, ხშირად არაფერია გველის მხრიდან, თუ არა უბრალოდ ახირება და ეგოისტური გამოხტომა. ბევრი ადამიანი, რომელიც გველის წელს იბადება, ცდილობს გვიან ასაკამდე არ შეიზღუდოს თავი, ოფიციალური ქორწინებით, თუმცა სასურველია მან იბრძოლოს ამ ტენდენციის წინააღმდეგ რადგან უნარი თავი მთლიანად მიუძღვნას ოჯახს, მის ხასიათში გასაოცარ თვისებებს განავითარებს. რაც შესაბამისად, მას ჰარმონიულ, კომფორტულ არსებობას ჰპირდება.

ვერძი გველი – იგი ფრთხილი, დაკვირვებული და ვერძისთვის უჩვეულოდ გაწონასწორებული ხასიათით დაჯილდოვებული ადამიანია. გველი ვერძი, იშვიათად ხლართავს ინტრიგებს საკუთარი მიზნების მისაღწევად, თუმცა საამისოდ მას ყველა მონაცემი გააჩნია. თუმცა, თუ მაინც გამოიყენებს იგი გველისთვის დამახასიათებელ სიცბიერეს, ამ შემთხვევაში იგი ნებისმიერი კონკურენტისთვის სახიფათო და დაუმარცხებელი მოწინააღმდეგე ხდება.

კურო გველი - ამ ადამიანში საოაცრად ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ვიზუალური სილამაზე და გაწონასწორებული ხასიათი. როგორც წესი, კურო-გველი იშვიათად იქცევა წინდაუხედავად და არასოდეს ჰყვება ხანმოკლე გატაცებებს. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანების უმრავლესობა კარგი გარეგნული მონაცემებით გამოირჩევა, ხშირად  ერთი პარტნიორის ერთგულია მთელი ცხოვრება.

ტყუპი გველი – გველისთვის დამახასიათებელი სიფრთხილე და შორსმჭვრეტელობა, ამ წელს დაბადებული ტყუპების ხასიათში, თავქარიანობას და სპონტანური გადაწყვეტილებების მიღების მიდრეკილებას ამცირებს. როგორც წესი, ტყუპი-გველი მოქნილი და სწრაფია, თუმცა მისი ყოველი მოქმედება წინასწარ არის გათვლილ-გაანგარიშებული, რაც სამომავლოდ მის ქმედებებს წარმატებას უქადის.

კირჩხიბი გველი – ეს ადამიანი, ხშირად ტოვებს გულჩახვეულის და უკარებას შთაბეჭდილებას. მას უყვარს განმარტოება და ნაკლებად მოსწონს ხალხმრავალი თავშეყრის ადგილები. კირჩხიბ გველს განურჩევლად სქესისა, ძალზე მძიმედ გადააქვს წარუმატებლობა, როგორც პირად ისე პროფესიულ ასპარეზზე, ამიტომ იგი მთელი ცხოვრების მანძილზე ეძებს ადამიანს, რომელიც მისთვის მყარი ემოციური დასაყრდენი იქნება.

ლომი გველი – ლომის და გველის სინთეზი, ერთიანობაში საკმაოდ ჭირვეულ, ეგოისტ და თავისნათქვამა ადამიანს გვაძლევს. მას არ უყვარს, როცა ვინმეს მის ნიჭიერებაში, სიძლიერეში ან პროფესიონალიზმში ეპარება ეჭვი და საიმისოდ რომ საკუთარი უპირატესობა დაამტკიცოს, მზადაა სახალხოდ გამოიწვიოს მოწინააღმდეგე ბრძოლაში. ლომ გველს, განწყობის ცვალებადობა ახასიათებს და ხშირად გამოირჩევა სნობიზმით, რაც სანაცნობო წრის, მისეულ კლასიფიკაციაზეც აისახება. მარტივად რომ ვთქვათ, იგი კარგად არჩევს „საჭირო“ ხალხს და მომგებიან სიტუაციებს.

ქალწული გველი – ეს ადამიანები, როგორც წესი მისტიური გარეგნობით და იშვიათი სილამაზით გამოირჩევიან. ქალწული გველი, ძალიან კარგად ფლობს ადამიანებით მანიპულირების ხელოვნებას და თანდაყოლილი დაკვირვებულობის წყალობით, მის მახვილ თვალს არაფერი გამოეპარება. ამ ადამიანმა ყოველთვის იცის, როგორ მიუახლოვდეს სასურველ მიზანს შემოვლითი გზით ან ამის გასაკეთებლად, როგორ შემოიკრიბოს გარშემო მოკავშირეები. თუმცა, საჭირო დროს არც არასასურველი ხალხის დელიკატურად თავიდან მოცილება შეეშელება.

სასწორი გველი - სასწორისთვის დამახასიათებელი კომუნიკაბელურობა, ამ ადამიანისთვის საუკეთესო ნიღაბია საიმისოდ, რომ მან დასახულ მიზნამდე მისვლა, ფარული სვლებით შესძლოს. სასწორ-გველს შესანიშნავად ეხერხება მოვლენების წინასწარ გათვლა-პროგნოზირება. აქედან გამომდინარე, ხშირად შორიდან ისე ჩანს რომ ამ ადამიანის ცხოვრებაში, წარმატება მოულოდნელად მოდის. თუმცა რეალურად, ეს ყველაფერი ხანგრძლივი შრომის შედეგია.

მორიელი გველი - უჩვეულო და საშიში სინთეზია. ამ ადამიანებს გაორებული ბუნება გააჩნიათ. ერთის მხრივ, მორიელი-გველი აგრესიული, ცინიკოსი და მკაცრია. მეორეს მხრივ კი მას შესანიშნავად შეუძლია იზრუნოს სხვებზე. გაამხნევოს, მოუაროს და კომფორტი შეუქმნას ვინმეს. მორიელი-გველი ბუნებით მარტოსულია, თუმცა ეს სულაც არ უშლის ხელს იმაში რომ ცხოვრება ვინმეს დაუკავშიროს, უბრალოდ ამ „ვინმემ“ ზუსტად უნდა იცოდეს საზღვრები, რომელიც ამ ადამიანს აუცილებლად ექნება მონიშნული მისთვის.

მშვილდოსანი გველი -საკმაოდ რთული და უკიდურესობებით სავსე ხასიათის ადამიანია. განწყობის მუდმივი ცვალებადობის გამო, მან ხშირად თავადაც არ იცის რა უნდა ცხოვრებაში ან უნდა კი რამე? მშვილდოსანი გველი, საკმაოდ ენამწარე და დაკვირვებულია. მას უყვარს ადამიანებზე და  მოვლენებზე დაკვირვება, რაც საშუალებას აძლევს, მსხვერპლს დარტყმა ყველაზე სასურველ მოულოდნელ მომენტში მიაყენოს. იგი იშვიათად ივიწყებს წყენას და ხანგრძლივი დროის მანძილზე მზადაა მეტოქეს სამაგიერო გადაუხადოს.

თხის რქა გველი
– დაკვირვების უნარი და მაძიებლური გონება, თხის რქა გველს დაბადებიდან უვითარებს კარგი გამომძიებლის ან დეტექტივის მონაცემებს. ამ ადამიანს არ უყვარს ხმაური,ხალხმრავლობა და ქაოსი, იგი მარტოობაში მუშაობას ამჯობინებს კოლექტივში ყოფნას. აქვს კარგი ანალიზის და დედუქციის უნარი. ნებისმიერი საქმე, რომელსაც ხელს მოჰკიდებს მისთვის უზადო პროფესიონალიზმამდე მიდის. აქედან გამომდინარე, ამ ხალხზე ყოველთვის დიდი მოთხოვნაა პროფესიული კუთხით.

მერწყული გველი
– მერწყული გველი კომუნიკაბელური, მომხიბვლელი და სასიამოვნო ადამიანია. მას გააჩნია უნარი, ნებისმიერ სიტუაციას ადვილად მოერგოს და ინტუიციურად გამოიცნოს გარშემომყოფთა დამოკიდებულება მის მიმართ. ხშირად ასეთი ადამიანები, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან ჟურნალისტიკის სფეროში იკეთებენ კარგ კარიერას, რადგან ყოველთვის იციან, სად, როგორ და რაზე ისაუბრონ.

თევზები გველი – თევზების გულმოწყალე ბუნება და გველის სიფრთხილე, საოცარი ინტუიციის მქონე და წინდახედულ ადამიანს აყალიბებს. თევზი-გველი უჩვეულოდ მოქნილი და ინტუიტიური პიროვნებაა, იგი უშეცდომოდ გრძნობს გარშემომყოფების მხრიდან მისდამი წამოსულ განწყობას. აქედან გამომდინარე, თუკი მან ვინმე ორგულობაში გამოიჭირა, ერთი შეხედვით უწყინარი, სათუთი ადამაინიდან იგი, შეიძლება უცებ ყველაზე შეუბრალებელ შურისმაძიებლად იქცეს.

ცხენი
ცხენი

1930, 1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014…

ცხენის წელში დაბადებული ადამიანები, როგორც წესი ყურადღებას თავისი იმიჯით და სოლიდური გარეგნობით იქცევენ. ცხენები კომუნიკაბელური, მოძრავი და დინამიური პიროვნებები არიან. უყვართ სანახაობა, თეატრი, კონცერტი, სპორტული შეჯიბრები, მოკლედ ყველაფერი, სადაც ხალხია. ეს ადამიანები, განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან ქათინაურების და პირფერობის მიმართ. თუ მისი კეთილგანწყობის მოპოვება გინდათ, უთხარით მას თუნდაც უმნიშვნელო კომპლიმენტი და იგი უმალ გამოგარჩევთ თავის მრავალრიცხოვან სამეგობროში. ცხენი მხიარულია, ენაჭარტალა და ცნობისმოყვარე. იგი ადვილად იხვეჭს პოპულარობას საზოგადოებაში საკუთარი უშუალო ხასიათის გამო. ამ ადამიანს შეუძლია საგრძნობ წარმატებას მიაღწიოს პოლიტიკურ ან დიპლომატიურ სარბიელზე. რაც მას დიდ კმაყოფილებას მოჰგვრის. ცხენები ბრწყინვალე ორატორები არიან და ადვილად ახერხებენ საოციუმის იმპულსები უშეცდომოდ დაიჭირონ, ამიტომ მისგან არანაკლებ წარმატებით შეიძლება დადგეს ჟურნალისტი ან ადვოკატი. ცხენის გონება ადვილად აღიქვამს ადამიანთა ნააზრევს, აქვს კრეატიული, გამომგონებლური ჭკუა, ეს კი საშუალებას აძლევს, ნებისმიერი სახის გონებრივ სამუშაოს შეეჭიდოს. ტემპერამენტიანი და ფეთქებადი ცხენი, კონფლიქტურ სიტუაციაში ადვილად გამოდის წყობიდან, თუმცა მისი რისხვა როგორც წესი ხანმოკლეა და არის მასში რაღაც თეატრალური. დასახული მიზნის მისაღწევად, ბევრი ცხენი ხშირად არაკეთილსინდისიერი მეთოდებით თამაშსაც არ ერიდება, თუმცა მიუხედავად გამოკვეთილი ეგოიზმისა, ცხენებს ძალზე ხშირად უყვართ სხვების ცხოვრებაში ჩარევა და რჩევა-დარიგებების მიცემა. თუმცა თავად, სხვის აზრს იშვიათად ითვალისწინებენ და ყოველთვის ურჩევნიათ საკუთარი შეხედულებისამებრ მოიქცნენ. უზომო სიყვარული დამოუკიდებლობისადმი, ხშირად ბევრ ცხენს აიძულებს, ადრეულ ასაკში მიატოვოს მშობლიური სახლი და ზრდასრული ცხოვრების პერიპეტიებში ნაადრევად გაერკვეს. თუმცა მისი ამგვარი საქციელი ყოველთვის გამართლებულია, რადგან ამ ადამიანს გარემო ძალზე ხშირად უშლის ხელს საკუთარი შესაძლებლობების და ნიჭის მაქსიმალურ რეალიზაციაში. ოჯახის შექმნის შემთხვევაში, ცხენი ჭეშმარიტად ბედნიერი მხოლოდ მაშინ იქნება, თუ პარტნიორი მას პირველი ვიოლინოს როლის თამაშის საშუალებას მისცემს. ლიდერული თვისებების და კარგი ფინანსური ალღოს გამო, ცხენები შესანიშნავი მეუღლეები არიან და ოჯახს კარგად ინახავენ მატერიალური თვალსაზრისით. შეყვარებული ცხენი, გულისსწორის გამო ბევრ დათმობაზეა წამსვლელი, ამ ადამიანების ვნება ძალზე ძლიერია. ამას ემატება ჟინიანობა და პრინციპული ხასიათი, აქედან გამომდინარე მათთვის სასიყვარულო ფრონტზე წაგება იშვიათი მოვლენაა.

ვერძი ცხენი – ვერძის დაოუკებელ ტემპერამენტს დამატებული, ცხენისთვის დამახასიათებელი დამოუკიდებლობის სიყვარული, ერთობ რთულ პიროვნებას აყალიბებს საერთო ჯამში. ვერძი-ცხენი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ იგი ცეცხლოვანი ცხენის წელში მოევლინა ქვეყანას, დაუმორჩილებელი და დინამიური ადამიანია. ის გამუდმებით მიიწევს წინ, ახალ-ახალი ჰორიზონტების დასაპყრობად. იგი იშვიათად ხდება სანიმუშო მეოჯახე, თუმცა ყოველთვის ნათელ და დაუვიწყარ კვალს ტოვებს პარტნიორის ცხოვრებასა და გულში.

კურო ცხენი- ამ ადამიანში კუროს სიდინჯე, შრომისუნარიანობა და სიჯიუტე შესანიშნავად აბალანსებს, ცხენისთვის დამახასიათებელ იმპულსურ ბუნებას. როგორც წესი, კურო-ცხენი თანდაყოლილი წინდახედულობის და შორსმჭვრეტელობის გამო, არცთუ იშვიათად იკავებს მაღალ პოსტს პოლიტიკურ ან სამხედრო სარბიელზე. თუმცა თვისება, ნებისმიერ სიახლეს მკვეთრად გამოხატული ანთიპათიით შეხვდეს, მას ხშირად ართმევს საშუალებას საინტერესო და მრავალმხრივი ცხოვრებით იცხოვროს.

ტყუპები ცხენი – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაზე ამოუცნობი, არაპროგნოზირებადი და მოუსვენარი ცხენია ზოდიაქოს დანარჩენი ნიშნის ქვეშ დაბადებულ ცხენებს შორის. ამ ადამიანს როგორც წესი, გამუდმებით ეცვლება გეგმები და ცხოვრებისეული მიმართულება. იგი ელვის უსწრაფესად ახერხებს, ერთი საქმიდან მეორეზე გადახტომას, ისე რომ წინამორბედის დასრულება არც კი მოუვა თავში. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის ის, რომ მას საკმაოდ ვიწრო სამეგობრო წრე ჰყავს და იმასაც ხშირად იცვლის.

კირჩხიბი ცხენი -მიუხედავად ემოციური ბუნებისა, კირჩხიბი ცხენი საკუთარი ემოციების ფლობის დიდოსტატია. ამ ადამიანმა იცის როგორ დაიჭიროს თავი მაღალ საზოგადოებაში, ისე რომ მისი იმიჯი უზადო და ყველასთვის თვალშისაცემი იყოს. იგი კარგად გრძნობს ადამიანთა სუსტ მხარეებს, რის ხარჯზეც შესანიშნავად ახერხებს ლავირებას სოციუმში. თუმცა საკუთარ შინაგან სამყაროს სხვებისგან მაქსიმალურად მალავს და ასაიდუმლოებს.

ლომი ცხენი – აქტიურ, კომუნიკაბელურ და ამბიციურ ლომ-ცხენს, ყველაზე მეტად საკუთარი მისამართით გამოთქმული კრიტიკა აღიზიანებს. არ აქვს მნიშვნელობა, სამართლიანია იგი, თუ უსამართლო ეს ადამიანი ნებისმიერი სახის შენიშვნას გამოჰყავს წყობიდან. ცხენი ლომი როგორც წესი კარგი მოსაუბრე და ორატორია, მას უნარი აქვს ადამიანებს სტიმული მისცეს და უკეთესი მომავლის იმედი ჩაუსახოს, რის გამოც მის გარშემო ყოველთვის დიდი სამეგობრო ტრიალებს.

ქალწული ცხენი – ეს არის მოქნილი, საკმაოდ ცბიერი და პატივმოყვარე ადამიანი, რომელსაც შესანიშნავად ეხერხება ნებისმიერი ქმედების გათვლა-გაანგარიშება. ერთადერთი რაც მას ხშირად უშლის ხელს საკუთარი მიზნების მიღწევაში, სიფიცხეა. ცხენი ქალწულის საქმიანობა, იშვიათად უკავშირდება ფიზიკურ შრომას, იგი ყოველთვის ეძებს კომფორტულ სამოღვაწეო სფეროს, სადაც თავისი გონებრივი შესაძლებლობებით შესძლებს წარმატების მიღწევას.

სასწორი ცხენი
- სასწორის და ცხენის თვისებების სინთეზი ეგოისტ, უზომოდ პატივმოყვარე და თავდაჯერებულ ადამიანს აყალიბებს. ამ პიროვნებას, ღრმად სწამს რომ სამყარო უშუალოდ მისი დიდადპატივცემული პერსონის გარშემო უნდა ტრიალდებდეს და ყველაფერ ამას იგი, საკუთარი მომხიბვლელობის და განუმეორებლობის გამო იმსახურებს. სასწორ ცხენს, არცთუ ხშირად ახასაითებს მეგობრების საჭიროებიდან გამომდინარე შერჩევა. ამიტომ, მისი საახლობლო წრე იმის მიხედვით იცვლება ამა თუ იმ ეტაპზე რა მიზანი აქვს დასახული თავად მას.

მორიელი ცხენი- ამ ადამიანს საკუთარი კანონები გააჩნია და ამ კანონებით ხელმძღვანელობს ცხოვრებაში. იგი ვერ იტანს ვინმეს მხრიდან მისი თავისუფლების შეზღუდვას და არასოდეს ემორჩილება გარშემომყოფთა ზეგავლენას. მორიელის გავლენის გამო, განსხვავებით სხვა ცხენებისა მას ხალხმრავალ საზოგადოებაში ყოფნას, მარტოობაში დასვენება ურჩევნია. ცხენი-მორიელი იშვიათად იცვლის აზრს და თუ მაინც იცვლის, საამისოდ მას ძალიან მყარი არგუმენტები ესაჭიროება.

მშვილდოსანი ცხენი - უზომოდ ცვალებადი, ცნობისმოყვარე და ჭორიკანაა. ამ ადამიანს უყვარს ინტერესების და საქმიანობის სფეროების ცვლა, არანაკლებ (თუ უფრო მეტად არა) უყვარს ასევე პარტნიორების ცვლაც. მისი საქციელის პროგნოზირება ძალზე ძნელია, დღეს თუ ჩხუბში თავს გაქცევით შველის, ხვალ შეიძლება იგივე სიტუაციაში გასაოცარ სიმამაცეზე იყოს წამსვლელი. ცხენ-მშვილდოსანს უყვარს საზოგადოებაში ყოფნა, თუმცა ამ მხრივ იგი  განსაკუთრებულად აფასებს ინტელექტუალური ადამიანების გარემოცვას და თავაც გამუდმებით ცდილობს ერუდიციის დონე აიმაღლოს.

თხის რქა ცხენი – თხის რქის და ცხენის თვისებების სინთეზი, არაჩვეულებრივ ადამიანს აყალიბებს. მას სხვა ცხენებისგან განასხვავებით, ეგოიზმის დონე გაცილებით ნაკლები აქვს ხასიათში. აქედან გამომდინარე, იგი სხვათა პრობლემებს არამარტო გაგებით ეკიდება, მათ მოგვარებაზეც აქტიურად ზრუნავს. ამიტომ არცთუ იშვიათად შეხვდებით მათ რიცხვში ცნობილ პოლიტიკოსებს და საზოგადო მოღვაწეებს.

მერწყული ცხენი- ამ ადამიანს თავი გამუდმებით ახალ-ახალი იდეებით აქვს სავსე. მოუსვენარი, კონტქატური და ცვალებადია. დღეს თუ მთვარეზე გაფრენას გეგმავს, ხვალ შესაძლოა დედამიწის სიღრმეში კლონების არსებობა დაიჯეროს და მათ მოსაძებნად გაეშუროს. ცხენი-მერწყული, მეგობრების სული და გულია, თუმცა მას ხშირად არ ჰყოფნის მოთმინება და ორგანიზატორული ნიჭი, საიმისოდ რომ რაიმე სერიოზული ჩანაფიქრი ბოლომდე მიიყვანოს.

თევზები ცხენი – ერთერთი საუკეთესო კომბინაციაა. თევზების მგრძნობიარე და მოწყალე ბუნება, კარგად აბალანსებს ცხენის ეგოიზმს. ამ ადამიანს სხვა თევზებისგან განსხვავებით, გაცილებით უფრო მყარი ხასიათი და გამძლეობა გააჩნია. იგი ემოციური თვალსაზრისითაც სტაბილურია. ამიტომ, თუ ვინმეს მიეჯაჭვა, იშვიათად ახერხებს მისგან განსხვავებული დინებით ცურვას.

თხა
თხა

1931, 1943, 1955, 1967, 1979, 1991, 2003, 2015…

თხის წელში დაბადებული ადამიანები, თანდაყოლილი არტისტიზმით, ელეგანტურობით და კომუნიკაბელურობით გამორჩევიან. მათ აქვთ ყველა საჭირო მონაცემი, საიმისოდ რომ რომელიმე სახელოვნებო სფეროში გაიკეთონ ბრწყინვალე კარიერა. თუმცა ხასიათის ისეთი თვისებები, როგორიცაა მერყეობა, პერიოდული პესიმიზმის შემოტევები და გადამეტებული სითავხედე, მათ ხშირად ცუდ რეპუტაციას უტოვებს საზოგადოებაში.. ეს ადამიანი, არასოდეს არ არის საკუთარი ბედით და ცხოვრებით კმაყოფილი. ამიტომ არცთუ იშვიათად ხდება ისე, რომ ძალიან აღიზიანებს გარშემომყოფებს საკუთარი წუწუნით და მოთხოვნებით. მას შეუძლია უბოდიშოდ მიითვისოს თქვენი დრო, ნივთები, ფინანსები.. ისარგებლოს თქვენი სიკეთით ისე, რომ საკუთარი საქციელის სიცუდე ბოლომდე ვერც კი გააცნობიეროს. მიუხედავად ამისა, თხას აქვს განსაკუთრებული ქარიზმა და თვისება თავი მოაწონოს მისთვის საჭირო ადამიანს, ამ ადამიანებს ძალზე განვითარებული მანიპულატორული თვისებები გააჩნიათ, რის ხარჯზეც ისინი ხშირად ახერხებენ გაიდვილონ ცხოვრება . თხა ადვილად ახერხებს ადაპტირებას ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში, თუკი მას საარსებო მინიმუმი გააჩნია. ამ ადამიანს ძალიან უყვარს ჩივილი, სხვებისთვის გულის აჩუყება, თუმცა თავის მხრივ იმის მოთხოვნილებაც აქვს, რომ რჩევას სხვებიც ეკითხებოდნენ და მის აზრს ითვალისწინებდნენ. თხები საკმაოდ ჭირვეულები არიან, თუმცა მათ ხასიათში დადებითიც ბევრია. ხშირად ამ ადამიანებს არ გააჩნიათ საკუთრების გრძნობა. ამიტომ როგორც თავად შეუძლია სხვისი ქონებით და ნივთებით უბოდიშოდ ისარგებლოს, ხშირად არც საკუთარის გამოყენებაზე ეუბნება უარს გარშემომყოფებს. თხის წელში დაბადებულ ადამიანებს იშვიათად გააჩნიათ ინიციატივიანობა, მათ ურჩევნიათ ყოველთვის ვინმეს მიერ გაკვალული ბილიკებით იარონ, ვიდრე თავად იყონ პიონერები რომელიმე სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ თხას აქვს გემოვნება, ნიჭი, არტისტიზმი და ბევრი დადებითი თვისება წარმატების მისაღწევად, მას აუცილებლად სჭირდება ვინმე, ვინც მას ამ კუთხით უხლმძღვანელებს, მიმართულებას მისცემს და გზაზე დააყენებს.

ვერძი თხა – შემოქმედებითი, არტისტული და უზომოდ კომუნუკებელურია. ვერძ-თხას უყვარს ჭორები და ხშირად, სრულიად უბოდიშოდ ერევა სხვის პირად ცხოვრებაში. უსაზღვრო თავისუფლებისმოყვარეობის გამო,მას იშვიათად შეუძლია კომპრომისზე წასვლა და შესაბამისად ხშირად აქვს პრობმელები პირად ცხოვრებაში. თუმცა თუკი პარტნიორი მოახერხებს მის თავისუფლებისმოყვარე ხასიათს შეეგუოს შესაძლებელია, ვერძი-თხის რქა ქორწინებაში საკმოად ბედნიერი იყოს.

კურო თხა -კაცთმოყვარე და გულჩვილია. კურო-თხას ადვილად ეხეხრება ადამიანების მხრიდან ნდობის მოპოვება, თუმცა ამას სათავისოდ ან ბოროტად იგი არასოდეს იყენებს. კურო-თხა, დაბადებიდან ოჯახური კერის მოყვარულია, იგი შესანიშნავი მასპინძელია და უყვარს მეგობრული საღამოების მოწყობა. კურო-თხა მუყაითი მშრომელია, თუმცა მას ლიდერის პოზიცია არასოდეს ხიბლავს, რადგან ნებისმიერი სახის პასუხისმგებლობას გაურბის და ურჩევნია შემსრულებელი იყოს, ვიდრე დირექტორი.

ტყუპები თხა -ამ ადამიანს უზომოდ უყვარს რისკი და არცთუ იშვიათად ხდება სხვადასხვა სახის სახიფათო თავგადასავლების მთავარი მოქმედი პერსონაჟი. თხა ტყუპები, ვერ იტანს მოწყენილობას და რუტინას, აქედან გამომდინარე იგი გამუდმებით ეძებს ახალ-ახალ შეგრძნებებს და შთაბეჭდილებებს, იცვლის საქმიანობის სფეროს თუ გარემოცვას ვისთანაც უწევს კონტაქტი. იგი მარტოხელა მოთამაშეა ცხოვრების გზაზე, ამიტომ ნაკლებად ახერხებს კოლექტივში მუშაობას.

კირჩხიბი თხა – ეს ადამიანი საოცარი პასუხისმგებლობის გრძნობით, შრომისუნარიანობით და მოქნილობით გამოირჩევა. თხა-კირჩხიბი ოსტატურად ახერხებს, ყველა სფეროში „ხუთოსანი“ იყოს, ამიტომ როგორც წესი ამ ადამიანებს კარგ კარიერასთან ერთად, შესანიშნავი ოჯახი და სტაბილური პირადი ცხოვრება გააჩნიათ. კირჩხიბი-თხა დამთმობია, თუმცა არც იმდენად, რომ ვინმემ მისი მართვა შესძლოს. მას გააჩნია არაჩვეულებრივი ლავირების უნარი და რის გამოც მშვენივრად ახერხებს ცხოვრება კომფორტულად მოიწყოს.

ლომი თხა – მიუხედავად კარგი გარეგნობისა, ეს ადამიანი შინაგანად საკმაოდ ჩაკეტილი და პრეტენზიულია. მას ყოველთვის გააჩნია ამბიცია, ცხოვრებაში მიაღწიოს ბევრს თუმცა ხშირად მისი სურვილები რეალობისგან ძალზე შორს დგას. ლომი-თხა ფრთხილად არჩევს საკუთარ გარემოცვას. იგი ძალიან ემოციური და სათუთია, აქედან გამომდინარე მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია გარშემო კარგად გადამოწმებული სამეგობრო ეგულებოდეს, რომელთა მხარდაჭერის იმედიც მას ყოველთვის ექნება.

ქალწული თხა - დახვეწილი, ორიგინალური და დაკვირვებული ქალწული თხის რქა, ხშირად არის ხოლმე გარშემომყოფთათვის ელეგანტურობის მაგალითი. ეს ადამიანები თანდაყოლილი გემოვნებით და სტილის შეგრძნებით გამოირჩევიან. აქედან გამომდინარე, არცთუ იშვიათად შეხვდებით მათ შორის, მოდელიორებს და არქიტექტორ-დიზაინერებს. თუმცა თანდაყოლილი მაქსიმალიზმი, ხშირად უშლის ხელს მათ იმაში რომ სტაბილური პირადი ცხოვრება ჰქონდეთ, რადგან მიდრეკილება გამუდმებით ეძებონ უკეთესი, ხშირად ხდება ქალწული-თხის რქისთვის პარტნიორთან განშორების მიზეზი.

სასწორი თხა -ამ ადამიანს გასაოცარი უნარი აქვს სოციუმს თავი უპირობოდ მოაწონოს. მომხიბვლელი, პრანჭია და კომუნიკაბელური სასწორი თხა, როგორც წესი აღმერთებს ხმაურიან თავშეყრის ადგილებს, გართობას და ნაირ-ნაირ ივენთებს. იგი ყოველთვის ცდილობს იყოს ფორმაში და რაც შეიძლება მეტი ადამიანის აღფრთოვანება დაიმსახუროს. ამასთან ერთად, ძალზე მტკივნეულად განიცდის ვინმეს მხრიდან მის მიმართ გამოხატულ კრიტიკას ან ანტიპათიას და შეუძლია ამის გამო მსუბუქ დეპრესიაშიც კი ჩავარდეს.

მორიელი თხა- ჯიუტი და უზომოდ პრინციპულია. ადრეული ასაკიდან იცის რა უნდა ცხოვრებაში და დასახული მიზნისკენ მიიწევს. როგორც წესი, მას შესანიშნავად ეხერხება გარშემომყოფებით მანიპულირება და ადამიანებს ოსტატურად იყენებს საკუთარი ჩანაფიქრის შესრულებისას. მორიელი-თხა მაღალ სოციალურ მდგომარეობას და ფუფუნებას ესწრაფვის, მას მოსწონს უზრუნველი ცხოვრება და მზადაა საამისოდ ბევრი იმუშაოს ცხოვრების დასაწყისში.
მშვილდოსანი თხა – ეს ადამიანები გასაოცარი გონებრივი შესაძლებლობებით გამოირჩევიან.
კრეატიული, ორიგინალური და ნოვატორული იდეებით სავსე მშვილდოსანი -თხა, გამუდმებით ცდილობს, ცხოვრებაშიც განახორციელოს საკუთარი თუნდაც ყველაზე უტოპიური ჩანაფიქრი.

მშვილდოსანი-თხა უზომოდ ცნობისმოყვარე და კომუნიკაბელურია, მას შეუძლია უკან დახევა საჭირო დროს და არც საკუთარი შეცდომების აღიარება უჭირს, რაც უზომოდ დიდ პოპულარობას უხვეჭავს გარშემომყოფთა თვალში.

თხის რქა თხა – ამ ადამიანმა ყოველთვის ზუსტად იცის რა უნდა და სასურველი ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად მზადაა წლობით, მუხლჩაუხრელად იმუშაოს. თხის რქა-თხა ეს ორმაგი რქებია, აქედან გამომდინარე მის გაბრაზებას არავის ვურჩევთ, რადგან ასეთ შემთხვევაში თქვენ არამარტო საშიშ მოწინააღმდეგეს, დაუძინებელ მტერსაც შეიძენთ, რომელიც მანამ არ მოისვენებს სანამ საბოლოოდ არ გაგანადგურებთ.

მერწყული თხა – ბუნებით კაცთმოყვარე და ლოიალური მერწყული-თხის რქა, ორიგინალური აზროვნებით გამოირჩევა, თუმცა საკუთარი იდეების რეალურ ცხოვრებაში განსახორციელებლად მას ყოველთვის ყოფნის პრაქტიკული ჭკუა და წინდახედულობა. თხის რქა-მერწყული, დამოუკიდებლობის მოყვარულია მაგრამ დიდ პატივს სცემს ასევე სხვის თავისუფლებას. აქედან გამომდინარე, მიუხედავად ცვალებადი ხასიათისა მას ბევრი მეგობარი და თამაოაზრე ყავს.

თევზები თხა – თევზების რბილ ბუნებას, თხა სიჯიუტეს და სიმყარეს უმატებს, რაც საბოლოო ჯამში საკმაოდ პრინციპულ ადამიანს გვაძლევს. თევზი-თხა ხშირად სენტიმენტალური და გულჩვილია, თუმცა თუკი მან მთელი სერიოზულობით დაისახა რამე მიზნად, იგი აუცილებლად მიაღწევს ფინიშამდე გამარჯვებული.

მაიმუნი
მაიმუნი

1932, 1944, 1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016…

მაიმუნები საკუთარ სახელს ნამდვილად ამართლებენ. ამ წელს დაბადებულ ადამიანებს, განსაკუთრებული გამჭრიახობა, კარგი ინტუიცია და ოსტატური ლავირების უნარი აქვთ. მაიმუნი ცვალებადი და მოუხელთებელი ბუნებისაა, შეუძლია იყოს მაცდური, გულუხვი, სასტიკი.. გააჩნია სიტუაციას და მიზანს, რომელიც მას იმ მომენტში აქვს დასახული. ამ ადამიანებს აქვთ გასაოცარი უნარი, ნებისმიერთან ადვილად და უპრობლემოდ შევიდნენ ახლო კომუნიკაციაში და მოიპოვონ მისი ნდობა. ამაოდ ეცდებით თქვენ მიმართ მისი რეალური ზრახვები გამოიცნოთ, მაიმუნს ოსტატურად ეხერხება, საკუთარი თუნდაც უარყოფითი დამოკიდებულება სხვების მიმართ, თავაზიანობის ნიღბის უკან დამალოს. თუმცა შესაძლოა ამ დროს, იგი თავის თავს ზოგიერთებზე გაცილებით მაღლა აყენებდეს. ეს ადამიანი უზომოდ პატივმოყვარე და ამაყია. აქვს კარგად განვითარებული შორსმჭვრეტელობის ნიჭი, რასაც ერუდიციისკენ დაუღალავი სწრაფვით და ინტელექტის ამაღლებით იმყარებს. იგი უზომოდ ცნობისმოყვარეა, ამიტომ ბევრს კითხულობს და როგორც წესი, ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის საქმის კურსშია, რაც ქვეყანაზე ხდება. კარგად განვითარებული მეხსიერების უნარი და წარმოსახვის ნიჭი, საშუალებას აძლევს მას, ხშირად დეტალებში აღიდგინოს წაკითხულის, ნანახის და გაგონილის შინაარსი. მაიმუნისთვის ასეთი მეხსიერება ჰაერივით აუცილებელია, რადგან როგოც წესი ამ ადამიანებს არაფერი აქვთ წესრიგში და მათ ცხოვრებაში მუდმივი ქაოსი სუფევს. მაიმუნი უკიდურესად ორიგინალური, კრეატიული და გამჭრიახია. აქვს გასაოცარი უნარი, სწრაფად იპოვნოს გზა, ყველაზე რთულად გადასაჭრელი პრობლემების მოსაგვარებლად. მაგრამ თუ სპონტანურად არ უწევს მას ამის გაკეთება, მალევე კარგავს ინტერესს და მოტივაციას. ამ ადამიანის ბოლომდე გაცნობა საკმაოდ რთული და შეიძლება ითქვს შეუძლებელიც კია. იგი არათუ სხვებს, ბოლომდე საკუთარ თავსაც არ ენდობა. აქედან გამომდინარე, ოჯახის შექმნის შემთხვევაშიც კი იშვიათად ახასიათებს პარტნიორის მიმართ განსაკუთრებული მიჯაჭვულობა.

ვერძი მაიმუნი – მართალია მერყევი ხასიათით გამოირჩევა, მაგრამ ამ ადამიანს გასაოცარი უნარი გააჩნია ნებისმიერი პრობლემიდან იპოვნოს გამოსავალი. მაიმუნ ვერძს ხასიათის სიმყარე არ ახასიათებს, ამიტომ იგი ხშირად იცვლის ინტერესების სფეროს და გარემოცვას. ერთი შეხედვით უდარდელის და მეამიტის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ეს ნუ მოგატყუებთ, საჭიროების შემთხვევაში, ამ ადამიანს თავდაცვაც და თავდასხმაც ერთნაირი ოსტატობით შეუძლია.

კურო მაიმუნი -რომანტიული და მეოცნებე კურო -მაიმუნი, გარშემომყოფებთან ადვილად ამყარებს მეგობრულ ურთიერთობას. მას უყვარს სილამაზე, კინემატოგრაფია, მუსიკა..მოკლედ, ყველაფერი რაც კავშირშია შემოქმედებასთან. ამიტომ გასაკვირი როდია, რომ ამ ადამიანებს შორის ხშირად გვხვდებიან სხვადასხვა პროფილის მქონე ხელოვანები. თუმცა კუროს სიზანტე და პასიურობისკენ მიდრეკილება, ხშირად აიძულებს მაიმუნ-კუროს, რომ ვინმე ენერგიული პარტნიორი ან აქტიური თანამოაზრე ეძებოს საკუთარი ჩანაფიქრის განსახორციელებლად.

ტყუპი მაიმუნი- როგორც წესი, მაიმუნ-ტყუპს უამრავი ბრწყინვალე იდეა მოსდის თავში, მაგრამ მიუხედავად ნიჭიერებისა, ამ ადამიანს იშვიათად ყოფნის ნებისყოფა დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად. თუმცა თუკი გაცილებით გაწონასწორებულ პარტნიორს იპოვნის, მისი იდეები (მათგან ბევრი მართლაც რომ ბრწყინვალე!) შესაძლოა განხორციელდეს კიდეც. მაიმუნი-ტყუპი არაკონფლიქტური პიროვნებაა, დაძაბულ სიტუაციაში იგი კამათში ჩაბმას ერიდება და თავის გარიდებას არჩევს. ამასთან ერთად მას წყენის გულში ჩადება არ ახასიათებს, აქედან გამომდინარე მტერი, როგორც ასეთი მაიმუნ-ტყუპს ცხოვრებაში იშვიათად ჰყავს.

კირჩხიბი მაიმუნი- ერთი შეხედვით უწყინარი და დაუცველი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა ეს მხოლოდ ნიღაბია რომელსაც მაიმუნი-კირჩხიბი საზოგადოებაში იყენებს. რეალურად კი ეს ადამიანი არაჩვეულებრივი სტრატეგია და ყველა შესაძლო სვლა გათვლილ-გაანგარიშებული აქვს ცხოვრებაში. კირჩხიბ-მაიმუნს უყვარს ფული, შესაბამისად მის მოსაპოვებლად არაფერს ერიდება, თუმცა მაქინაციები რომელსაც იგი მაიმუნის ეშმაკობით ანხორციელებს, ბევრისთვის აფსოლუტურად ამოუხსნელი და გაუგებარია.

ლომი მაიმუნი – უზომოდ ცნობისმოყვარე, კომუნიკაბელური და ავანტიურისტი მაიმუნი-ლომი, ხასიათის ცვალებადობით გამოირჩევა. რისკის სიყვარული, ხშირად უბიძგებს მას იმისკენ, რომ საეჭვო გარიგების მსხვერპლი გახდეს. თუმცა უნარი, ადამიანებს სიკეთე გაუკეთოს და საჭიროების შემთხვევაში გულითადი მეგობრობა აღმოუჩინოს შველის მაიმუნ-ლომს იმაში, რომ ნებისმიერ სირთულეს თავი ღირსეულად დააღწიოს.

ქალწული მაიმუნი -მისგან შესანიშნავი ბიზნესმენი (ბიზნესლედი) ან გამომძიებელი შეიძლება დადგეს. ქალწული-მაიმუნი ბუნებით მაძიებელი და რისკის მოყვარულია. მას მაგნიტივით იზიდავს ყველაფერი რაც იდუმალების ბურუსითაა მოცული და ცხრაკლიტულში დევს. ამასთან ერთად, ეს ადამიანი პატარა ასაკიდან დამოუკიდებლობის სიყვარულით გამოირჩევა, რის საფუძველზეც მას შეუძლია ცხოვრებაში ნებისმიერ სირთულეს თავი სრულიად მარტომ გაართვას.

სასწორი მაიმუნი – იგი წინდახედული, გონიერი და საკმაოდ ეშმაკია. მაიმუნის შორსმჭვრეტელობა და მოქნილობა, სასწორისთვის დამახასიათებელ გარეგნულ ხიბლთან ერთად საკმაოდ სახიფათო ადამიანს აყალიბებს. მაიმუნმა-სასწორმა ყოველთვის კარგად იცის რა უნდა, მაგრამ მიზანს იგი როგორც წესი შემოვლითი გზებით უახლოვდება. ეს ადამიანი კარგად ახერხებს მოკავშირეების პოვნას, თუმცა თვისება ერთბაშად ორ კურდღელს სდიოს, ხშირად ხდება მისთვის წარუმატებლობის მიზეზი.

მორიელი მაიმუნი – არაპროგნოზირებადი, ნიჭიერი და ძალიან ფრთხილი მაიმუნი-მორიელი, ბევრისთვის წარმოადგენს საშიშ მოწინააღმდეგეს. ამ ადამიანის მოქმედების წინასწარ გამოცნობა ძალზე რთულია. მას შეუძლია ნებისმიერი რამის ჩადენის უფლება მისცეს საკუთარ თავს, თუკი კონკრეტულ სიტუაციაში ასე აწყობს. მაიმუნი-მორიელი, იშვიათად ეხმარება ვინმეს უანგაროდ, თუმცა ჩადენილ სიკეთეს არასოდეს ივიწყებს და ყოველთვის ცდილობს ვალში არასოდეს დარჩეს კეთილისმყოფელის წინაშე.

მშვილდოსანი მაიმუნი- ერთერთი საუკეთესო კომბინაციაა მაიმუნისთვის. მშვილდოსანი-მაიმუნი დაკვირვებული, მიზანსწრაფული და გაწონასწორებული ტიპია. ამ ადამიანს შესანიშნავი ორგანიზატორული ნიჭი და ლოგიკური აზროვნების უნარი გააჩნია, იგი კარგად ახერხებს ერთმანეთისგან გაარჩიოს არასაჭირო და მართლა გამოსადეგი ინფორმაცია, ისევე როგორც ადამიანები. აქედან გამომდინარე, მაიმუნ-მშვილდოსნებს ხშირად უწევთ ცხოვრებაში მაღალი პოსტის დაკავება და ხელმძღვანელის როლში ყოფნა.

თხის რქა მაიმუნი – მიზნისკენ ჯიუტად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიმავალი თხის რქის და ცხოვრების გზაზე უდარდელად მოხტუნავე მაიმუნის თვისებების თავმოყრა, დამეთანხმებით საკმაოდ რთული კომბინაციაა. თუმცა მაიმუნი-თხის რქა, რომელსაც არაჩვეულებრივი ინტუიცია და კარგი ფინანსური ალღო გააჩნია, სწორედ ამ თვისებების წყალობით ახერხებს, ოსტატურად გადაახტეს სახიფათო მონაკვეთებს, ისე რომ საკუთარ მისწრაფებებზე უარი არასოდეს თქვას.

მერწყული მაიმუნი- შესანიშნავი კომბინაციაა. მაიმუნის ეშმაკობა და ლავირების უნარი, მერწყულის ჰუმანიზმთან და კაცთმოყვარეობასთან ერთად, ძალზე საინტერესო და მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანს იძლევა. მაიმუნ-მერწყულს უყვარს სწავლა, ამიტომ გამუდმებით ცდილობს ერუდიციის დონე აიმაღლოს. იგი უზომოდ ცნობისმოყვარე და კონტაქტურია, თუმცა პერიოდულად მარტოობაც ესაჭიროება, აქედან გამომდინარე მის ცხოვრებაში აქტიურ პერიოდებს, ხშირად ცვლის აფსოლუტური პასიურობის ხანა, რომლის დროსაც მაიმუნი-მერწყული დახარჯულ ძალებს ინაზღაურებს.

თევზები მაიმუნი – ეს მოსიყვარულე, ემოციური და გულმოწყალე ადამიანია. თუმცა, მიუხედავად გარეგნული სიფაქიზისა, თევზი-მაიმუნიც, ისევე როგორც დანარჩენი მაიმუნები, უზომოდ ჭკვიანი და წინდახედულია. ამიტომ იგი კარგად სწავლობს საკუთარ შეცდომებზე. მათგან შესანიშნავი დიპლომატები და საზოგადო მოღვაწეები გამოდიან.

მაიმუნი
მაიმუნი

1932, 1944, 1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016…

მაიმუნები საკუთარ სახელს ნამდვილად ამართლებენ. ამ წელს დაბადებულ ადამიანებს, განსაკუთრებული გამჭრიახობა, კარგი ინტუიცია და ოსტატური ლავირების უნარი აქვთ. მაიმუნი ცვალებადი და მოუხელთებელი ბუნებისაა, შეუძლია იყოს მაცდური, გულუხვი, სასტიკი.. გააჩნია სიტუაციას და მიზანს, რომელიც მას იმ მომენტში აქვს დასახული. ამ ადამიანებს აქვთ გასაოცარი უნარი, ნებისმიერთან ადვილად და უპრობლემოდ შევიდნენ ახლო კომუნიკაციაში და მოიპოვონ მისი ნდობა. ამაოდ ეცდებით თქვენ მიმართ მისი რეალური ზრახვები გამოიცნოთ, მაიმუნს ოსტატურად ეხერხება, საკუთარი თუნდაც უარყოფითი დამოკიდებულება სხვების მიმართ, თავაზიანობის ნიღბის უკან დამალოს. თუმცა შესაძლოა ამ დროს, იგი თავის თავს ზოგიერთებზე გაცილებით მაღლა აყენებდეს. ეს ადამიანი უზომოდ პატივმოყვარე და ამაყია. აქვს კარგად განვითარებული შორსმჭვრეტელობის ნიჭი, რასაც ერუდიციისკენ დაუღალავი სწრაფვით და ინტელექტის ამაღლებით იმყარებს. იგი უზომოდ ცნობისმოყვარეა, ამიტომ ბევრს კითხულობს და როგორც წესი, ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის საქმის კურსშია, რაც ქვეყანაზე ხდება. კარგად განვითარებული მეხსიერების უნარი და წარმოსახვის ნიჭი, საშუალებას აძლევს მას, ხშირად დეტალებში აღიდგინოს წაკითხულის, ნანახის და გაგონილის შინაარსი. მაიმუნისთვის ასეთი მეხსიერება ჰაერივით აუცილებელია, რადგან როგოც წესი ამ ადამიანებს არაფერი აქვთ წესრიგში და მათ ცხოვრებაში მუდმივი ქაოსი სუფევს. მაიმუნი უკიდურესად ორიგინალური, კრეატიული და გამჭრიახია. აქვს გასაოცარი უნარი, სწრაფად იპოვნოს გზა, ყველაზე რთულად გადასაჭრელი პრობლემების მოსაგვარებლად. მაგრამ თუ სპონტანურად არ უწევს მას ამის გაკეთება, მალევე კარგავს ინტერესს და მოტივაციას. ამ ადამიანის ბოლომდე გაცნობა საკმაოდ რთული და შეიძლება ითქვს შეუძლებელიც კია. იგი არათუ სხვებს, ბოლომდე საკუთარ თავსაც არ ენდობა. აქედან გამომდინარე, ოჯახის შექმნის შემთხვევაშიც კი იშვიათად ახასიათებს პარტნიორის მიმართ განსაკუთრებული მიჯაჭვულობა.

ვერძი მაიმუნი – მართალია მერყევი ხასიათით გამოირჩევა, მაგრამ ამ ადამიანს გასაოცარი უნარი გააჩნია ნებისმიერი პრობლემიდან იპოვნოს გამოსავალი. მაიმუნ ვერძს ხასიათის სიმყარე არ ახასიათებს, ამიტომ იგი ხშირად იცვლის ინტერესების სფეროს და გარემოცვას. ერთი შეხედვით უდარდელის და მეამიტის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ეს ნუ მოგატყუებთ, საჭიროების შემთხვევაში, ამ ადამიანს თავდაცვაც და თავდასხმაც ერთნაირი ოსტატობით შეუძლია.

კურო მაიმუნი -რომანტიული და მეოცნებე კურო -მაიმუნი, გარშემომყოფებთან ადვილად ამყარებს მეგობრულ ურთიერთობას. მას უყვარს სილამაზე, კინემატოგრაფია, მუსიკა..მოკლედ, ყველაფერი რაც კავშირშია შემოქმედებასთან. ამიტომ გასაკვირი როდია, რომ ამ ადამიანებს შორის ხშირად გვხვდებიან სხვადასხვა პროფილის მქონე ხელოვანები. თუმცა კუროს სიზანტე და პასიურობისკენ მიდრეკილება, ხშირად აიძულებს მაიმუნ-კუროს, რომ ვინმე ენერგიული პარტნიორი ან აქტიური თანამოაზრე ეძებოს საკუთარი ჩანაფიქრის განსახორციელებლად.

ტყუპი მაიმუნი- როგორც წესი, მაიმუნ-ტყუპს უამრავი ბრწყინვალე იდეა მოსდის თავში, მაგრამ მიუხედავად ნიჭიერებისა, ამ ადამიანს იშვიათად ყოფნის ნებისყოფა დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად. თუმცა თუკი გაცილებით გაწონასწორებულ პარტნიორს იპოვნის, მისი იდეები (მათგან ბევრი მართლაც რომ ბრწყინვალე!) შესაძლოა განხორციელდეს კიდეც. მაიმუნი-ტყუპი არაკონფლიქტური პიროვნებაა, დაძაბულ სიტუაციაში იგი კამათში ჩაბმას ერიდება და თავის გარიდებას არჩევს. ამასთან ერთად მას წყენის გულში ჩადება არ ახასიათებს, აქედან გამომდინარე მტერი, როგორც ასეთი მაიმუნ-ტყუპს ცხოვრებაში იშვიათად ჰყავს.

კირჩხიბი მაიმუნი- ერთი შეხედვით უწყინარი და დაუცველი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა ეს მხოლოდ ნიღაბია რომელსაც მაიმუნი-კირჩხიბი საზოგადოებაში იყენებს. რეალურად კი ეს ადამიანი არაჩვეულებრივი სტრატეგია და ყველა შესაძლო სვლა გათვლილ-გაანგარიშებული აქვს ცხოვრებაში. კირჩხიბ-მაიმუნს უყვარს ფული, შესაბამისად მის მოსაპოვებლად არაფერს ერიდება, თუმცა მაქინაციები რომელსაც იგი მაიმუნის ეშმაკობით ანხორციელებს, ბევრისთვის აფსოლუტურად ამოუხსნელი და გაუგებარია.

ლომი მაიმუნი – უზომოდ ცნობისმოყვარე, კომუნიკაბელური და ავანტიურისტი მაიმუნი-ლომი, ხასიათის ცვალებადობით გამოირჩევა. რისკის სიყვარული, ხშირად უბიძგებს მას იმისკენ, რომ საეჭვო გარიგების მსხვერპლი გახდეს. თუმცა უნარი, ადამიანებს სიკეთე გაუკეთოს და საჭიროების შემთხვევაში გულითადი მეგობრობა აღმოუჩინოს შველის მაიმუნ-ლომს იმაში, რომ ნებისმიერ სირთულეს თავი ღირსეულად დააღწიოს.

ქალწული მაიმუნი -მისგან შესანიშნავი ბიზნესმენი (ბიზნესლედი) ან გამომძიებელი შეიძლება დადგეს. ქალწული-მაიმუნი ბუნებით მაძიებელი და რისკის მოყვარულია. მას მაგნიტივით იზიდავს ყველაფერი რაც იდუმალების ბურუსითაა მოცული და ცხრაკლიტულში დევს. ამასთან ერთად, ეს ადამიანი პატარა ასაკიდან დამოუკიდებლობის სიყვარულით გამოირჩევა, რის საფუძველზეც მას შეუძლია ცხოვრებაში ნებისმიერ სირთულეს თავი სრულიად მარტომ გაართვას.

სასწორი მაიმუნი – იგი წინდახედული, გონიერი და საკმაოდ ეშმაკია. მაიმუნის შორსმჭვრეტელობა და მოქნილობა, სასწორისთვის დამახასიათებელ გარეგნულ ხიბლთან ერთად საკმაოდ სახიფათო ადამიანს აყალიბებს. მაიმუნმა-სასწორმა ყოველთვის კარგად იცის რა უნდა, მაგრამ მიზანს იგი როგორც წესი შემოვლითი გზებით უახლოვდება. ეს ადამიანი კარგად ახერხებს მოკავშირეების პოვნას, თუმცა თვისება ერთბაშად ორ კურდღელს სდიოს, ხშირად ხდება მისთვის წარუმატებლობის მიზეზი.

მორიელი მაიმუნი – არაპროგნოზირებადი, ნიჭიერი და ძალიან ფრთხილი მაიმუნი-მორიელი, ბევრისთვის წარმოადგენს საშიშ მოწინააღმდეგეს. ამ ადამიანის მოქმედების წინასწარ გამოცნობა ძალზე რთულია. მას შეუძლია ნებისმიერი რამის ჩადენის უფლება მისცეს საკუთარ თავს, თუკი კონკრეტულ სიტუაციაში ასე აწყობს. მაიმუნი-მორიელი, იშვიათად ეხმარება ვინმეს უანგაროდ, თუმცა ჩადენილ სიკეთეს არასოდეს ივიწყებს და ყოველთვის ცდილობს ვალში არასოდეს დარჩეს კეთილისმყოფელის წინაშე.

მშვილდოსანი მაიმუნი- ერთერთი საუკეთესო კომბინაციაა მაიმუნისთვის. მშვილდოსანი-მაიმუნი დაკვირვებული, მიზანსწრაფული და გაწონასწორებული ტიპია. ამ ადამიანს შესანიშნავი ორგანიზატორული ნიჭი და ლოგიკური აზროვნების უნარი გააჩნია, იგი კარგად ახერხებს ერთმანეთისგან გაარჩიოს არასაჭირო და მართლა გამოსადეგი ინფორმაცია, ისევე როგორც ადამიანები. აქედან გამომდინარე, მაიმუნ-მშვილდოსნებს ხშირად უწევთ ცხოვრებაში მაღალი პოსტის დაკავება და ხელმძღვანელის როლში ყოფნა.

თხის რქა მაიმუნი – მიზნისკენ ჯიუტად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიმავალი თხის რქის და ცხოვრების გზაზე უდარდელად მოხტუნავე მაიმუნის თვისებების თავმოყრა, დამეთანხმებით საკმაოდ რთული კომბინაციაა. თუმცა მაიმუნი-თხის რქა, რომელსაც არაჩვეულებრივი ინტუიცია და კარგი ფინანსური ალღო გააჩნია, სწორედ ამ თვისებების წყალობით ახერხებს, ოსტატურად გადაახტეს სახიფათო მონაკვეთებს, ისე რომ საკუთარ მისწრაფებებზე უარი არასოდეს თქვას.

მერწყული მაიმუნი- შესანიშნავი კომბინაციაა. მაიმუნის ეშმაკობა და ლავირების უნარი, მერწყულის ჰუმანიზმთან და კაცთმოყვარეობასთან ერთად, ძალზე საინტერესო და მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანს იძლევა. მაიმუნ-მერწყულს უყვარს სწავლა, ამიტომ გამუდმებით ცდილობს ერუდიციის დონე აიმაღლოს. იგი უზომოდ ცნობისმოყვარე და კონტაქტურია, თუმცა პერიოდულად მარტოობაც ესაჭიროება, აქედან გამომდინარე მის ცხოვრებაში აქტიურ პერიოდებს, ხშირად ცვლის აფსოლუტური პასიურობის ხანა, რომლის დროსაც მაიმუნი-მერწყული დახარჯულ ძალებს ინაზღაურებს.

თევზები მაიმუნი – ეს მოსიყვარულე, ემოციური და გულმოწყალე ადამიანია. თუმცა, მიუხედავად გარეგნული სიფაქიზისა, თევზი-მაიმუნიც, ისევე როგორც დანარჩენი მაიმუნები, უზომოდ ჭკვიანი და წინდახედულია. ამიტომ იგი კარგად სწავლობს საკუთარ შეცდომებზე. მათგან შესანიშნავი დიპლომატები და საზოგადო მოღვაწეები გამოდიან.

ძაღლი
ძაღლი

1934, 1946, 1958, 1970, 1982, 1994, 2006, 2018…

ძაღლის წელში დაბადბეული ადამიანები, მოუსვენარი და აქტიური ნატურები არიან. მათ ხშირად უკიდურესი სიჯიუტე და სარკაზმი ახასიათებთ, რაც ხშირად ხდება, გარშემომყოფთა მხრიდან, ძაღლების მიმართ რიდისა და დისტანიცის გაჩენის მიზეზი.
ძაღლს ხშირად  ახასიათებს მიდრეკილება ჩაეძიოს დეტალებს, გააკრიტიკოს მიზეზით თუ უმიზეზოდ ადამიანები, სისტემატიურად ეძებოს რაღაც განხეთქილება.სინამდვილეში ეს მას, საკუთარი პესიმისტური ხედვის დასაძლევად სჭირდება, გაცნობიერება იმისა, რომ მასთან ერთად, არც სხვები არიან უნაკლო, ძაღლს საკუთარი თავის რწმენას ერთი ორად უმაღლებს.
მიუხედავად ერთი შეხედვით ინდეფერენტული, ცივი იმიჯისა ეს ადამიანები, ბუნებით დიდსულოვნები, იუმორის გრძნობით დაჯიდოვებულები და გულმოწყალეები არიან. მათ არ ახასიათებთ, თავიანთი გრძნობების სახალხოდ აფიშირება და ყოველთვის ცდილობენ საკუთარი გულწრფელი ემოციები, საქციელით დაანახონ მას ვინც ნამდვილად უყვართ. ძაღლის წელში დაბადებულის ხასიათში  ადამიანური ბუნების ყველა დადებითი თვისებაა შერწყმული. მათ შორის პატიოსნება, თანაგრძნობა და სხვათა ნაკლოვანებებისადმი ლოიალური მიდგომის უნარი. ამ ადამიანებს უზომოდ განვითარებული ერთგულების და პასუხისმგებლობის გრძნობა ახასიათებთ, ამიტომ მათ თამამად შეიძლება დაეყრდნონ სხვები მძიმე წუთებში ან განსაცდელისას. ძაღლებს კარგად ეხერხებათ საიდუმლოს შენახვა, თუმცა საჯაროდ საკუთარი განცდების აფიშირება ნაკლებად უყვართ და ეხერხებათ . რადგან გულის სიღრმეში თვლიან რომ მათი გაგება ნაკლებად თუ ვინმეს შეუძლია.  ძაღლის ერთგულება საყვარელი ადამიანის მიმართ ხშირად იმდენად უსაზღვროა, რომ თავგანწირვასაც კი უახლოვდება. ეს ადამიანები მძაფრად განიცდიან, სხვების პრობლემებს, ტკივილს, გასაჭირს და უბედობას. მათთვის სირთულეს არც არაკომფორტულ გარემოში არსებობა წარმოადგენს რადგან ძაღლისთვის მთავარი, გარშემომყოფთა ინტელექტუალური დონეა და არა მატერიალური სარგებელი. თუმცა მიუხედავად  ზემოთ თქმულისა,  ძაღლები საკმაო შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან და თითქმის არასოდეს აქვთ  ცხოვრებასი პრობლემა ფულის შოვნასთან დაკავშირებით. ამ ადამიანებს გამოკვეთილი მზრუნველის თვისებები გააჩნიათ. არიან უზომოდ პატიოსანი თანამდებობის პირები, რომელთაც ახასიათებთ საკუთარი საქმისადმი ფანატიკური ერთგულება და დაქვემდებარებულთა მიმართ მამა-შვილური დამოკიდებულება.

ვერძი ძაღლი – მას  წინააღმდეგობრივი ხასიათი აქვს. ერთის მხრივ სძულს ნებისმიერი სახის სარისკო ქმედება, თუმცა ვერძის ზოდიაქოს  გავლენით, თუკი საქმე ნამდვილ განსაცდელს შეეხება იგი უკან არც ერთ სიტუაციაში არ დაიხევს. ვერძი-ძაღლი კარგი ფინანსისტია, მას აქვს ბიზნესმენის ალღო, თუმცა თუკი იგი კომერციის სფეროში მოღვაწეობს, ამის მიზეზი უფრო სრული დამოუკიდებლობის სურვილია, ვიდრე მატერიალური სარგებელით დაინტერესება.

კურო ძაღლი – მისი მთავარი თვისება სტაბილურობაა. კურო-ძაღლი უზომოდ ერთგული და მზრუნველი არსებაა. თუმცა თუკი იგი ახლობელი ადამიანების მხრიდან საპასუხო ემოციებს ვერ გრძნობს, პირქუში და ჯიჯღინა ხდება. ძაღლი-კურო მშრომელი და მიზანმიმართული ადამიანია, იგი კარგად მუშაობს გუნდში, განსაკუთრებით მაშინ როცა ნათლად იცის მისთვის დაკისრებული საქმის არსი, თუმცა თავისი ასოციალური ხასიათის გამო, მას  დირექტორის სავარძელზე მეტად, მრჩეველის პოზიცია უფრო  შეეფერება.

ტყუპები ძაღლი - მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით კომუნიკაბელური და მეგობრული ჩანს, ძაღლი-ტყუპი ხშირად იტანჯება სულიერი მარტოობით და იშვიათად პოულობს ცხოვრების გზაზე შესაფერის პარტნიორს. ეს ადამიანები დაბადებიდან არტისტულები და უზომოდ თავისუფლებისმოყვარეები არიან. ამიტომ სხვა ძაღლებისთვის დამახასიათებელი ოჯახური კერის სიყვარული, მათში ძალზე სუსტადაა განვითარებული.

კირჩხიბი ძაღლი
– ბუნებით იდეალისტი და მეოცნებეა. აქედან გამომდინარე, კირჩხიბი-ძაღლი არცთუ იშვიათად ხდება საკუთარი სურვილების ტყვე. ამ ადამიანს შეუძლია, თავის იდეალებს ცხოვრებაში ყველა და ყველაფერი შესწიროს და ამოჩემებული მიზნისკენ ჯიუტად იაროს. კირჩხიბ-ძაღლს ხშირად საყვარელი საქმისადმი ფანატიკური დამოკიდებულება ახასიათებს, აქედან გამომდინარე მისთვის არცთუ იშვიათად ხდება სამსახური ცხოვრების არსი, რაც პირადი ურთიერთობების აწყობაში უშლის ხელს.

ლომი ძაღლი – ამ შემთხვევაში, ერთ-ერთ საუკეთესო კომბინაციასთან გავქვს საქმე. ძაღლის წელში დაბადებული ლომი, თანდაყოლილი სიბრძნით, შორსმჭვერეტელობით და უზომოდ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევა. ამ ადამიანს აქვს უნარი, საკუთარ თავზე აიღოს სხვა ადამიანების ბედ-იღბალზე ზრუნვა, რაც მას უპირობოდ ანიჭებს საზოგადოებაში პატივსაცემი და დასაფასებელი პიროვნების სტატუსს.

ქალწული ძაღლი – გაწონასწორებული, მოწესრიგებული და შრომისმოყვარე ქალწული-ძაღლი, არცთუ იშვიათად იკავებს მაღალ თანამდებობრივ პოსტს. თუმცა როგორც უფროსი, იგი ძალზე მეგობრული და სამართლიანია. მას შეუძლია იყოს კარგი ორგანიზატორი და სხვა ქალწულებისგან განსხვაებით, თავი არავის მოაბეზროს ბიუროკრატორული გამოხტომებით. ერთადერთი რაც ამ ადამიანს აფრთხობს ეს ხმაურიანი ატმოსფერო და გამორჩეულად ექსტრავაგანტურ ხალხთან ურთიერთობაა.

სასწორი ძაღლი – მეგობრული, კომუნიკაბელური და მშვიდობისმოყვარე ადამიანია. იგი იშვიათად იჩენს აგრესიას ვინმეს მიმართ და მუდმივად ცდილობს რომ გარშემომყოფებთან ჰარმონიული ურთიერთობა იქონიოს. თუმცა, იმ შემთხვევაში თუკი ვინმე მის დამოუკიდებლობას ზღუდავს ან აიძულებს არასასურველი სამუშაო შეასრულოს, სასწორი-ძაღლი შეიძლება საკმაოდ აგრესიული და კონფლირქტურიც გახდეს.

მორიელი ძაღლი -  უზომოდ ერთგული და სამართლიანი ადამიანია, თუმცა მანამ სანამ ვინმე მის ნდობას მოიპოვებს, იგი ამ უკანასკნელს არაერთგზის და გულდასმით გადაამოწმებს. ძაღლი-მორიელი ლოგიკური აზროვნების უნარით და მოქნილობით გამოირჩევა, მას ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია სწრაფად ადაპტირება და გამოსავლის მონახვა. თუმცა თუკი ვინმე მის ინტერესებს უხეშად ეწინააღმდეგება, ძაღლი-მორიელის სახით საკმაოდ საშიშ მოწინააღმდეგეს იძენს, რომელიც ყველა ღონეს იხმარს საიმისოდ რომ მეტოქე გზიდან ჩამოიშოროს.

მშვილდოსანი ძაღლი- მოძრავი, დინამიური და მოქნილია. მშვილდოსანი ძაღლი გამუდმებით იცვლის ინტერესების სფეროს და სამეგობრო წრეს. მისთვის მოსაწყენია ერთი და იგივე ადგილას ყოფნა ან ერთსა და იმავე ადამიანებთან ხანგრძლივი დროით ურთიერთობა. თანდაყოლილი მოქნილობის და კარგი ვიზუალური მონაცემების წყალობით, ამ ადამიანებისგან ხშირად შესანიშნავი მოცეკვავეები, მსახიობები ან სპორტსმენები გამოდიან. თუმცა სურვილი გამუდმებით შეიცვალონ გარემო და ინტერესები, მათ პირად ცხოვრებას ძალზე  არასტაბილურს ხდის.

თხის რქა ძაღლი – იგი ძალზე მაღალი მორალური და ეთიკური პრინციპების მიმდევარია. თხის-რქა ძაღლი, ხშირად ირჩევს სამართალდამცავის პროფესიას, რადგან მისი ნიჭი ემსახუროს წესრიგის დამყარებას და სამართლიანობის აღდგენას ჭეშმარიტად ფენომენალურია. ძაღლი-თხის რქა, გულდასმით არჩევს ადამიანს ვისთანაც ცხოვრების დაკავშირებას გეგმავს, თუმცა თუკი მან ეს არჩევანი საბოლოოდ გააკეთა, მისი დამოკიდებულება პარტნიორისადმი სამუდამო და ურყევია.

მერწყული ძაღლი – ჭეშმარიტი მეგობარი და კარგი მესაიდუმლეა. ძაღლი-მერწყული იშვიათად ერევა სხვის ცხოვრებაში, თუკი ამის გაკეთებას მას კონკრეტულად არ სთხოვს ვინმე. თუმცა უნარი გზის მაჩვენებელი და მრჩეველი იყოს გზააბნეული ადამიანისთვის, ხშირად ხდება მეწრყულ-ძაღლის გარშემო დიდი სამეგობრო წრის შემოკრების მიზეზი. აქედან გამომდინარე გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ ამ ადამიანებისგან შესანიშნავი სოციალური მუშაკები, ფსიქლოგები და მედიკოსები გამოდიან.

თევზები ძაღლი – დაბადებიდან დაჯილდვებულია კარგი ინტუიციით და ადამიანების მიმართ ლოაილური მიდგომის უნარით. ძაღლი-თევზი კარგი ფსიქოლოგია, გამოირჩევა სამართლიანობით და აქვს საოცარი ნიჭი, საჭიროების შემთხვევაში მტრებიც კი მოკავშირეებად გადააქციოს.

ღორი
ღორი

1935, 1947, 1959, 1971, 1983, 1995, 2007, 2019…
ღორის წელში დაბადებული ადამიანები, განსაკუთრებული რაინდული თვისებებით, გულისხმიერებით და პატიოსნებით გამოირჩევიან. ღორი ძალიან დიდსულოვანი და კეთილია. იგი გულუბრყვილო და მიმნდობია, ამიტომ ამასვე მოელის სხვისგან. მიუხედავად იმისა, რომ იგი ხშირად აძლევს სხვებს მისი მოტყუების უფლებას და ნებისმიერ მარცხს ფილოსოფიური სიმშვიდით ეგუება. მას იშვიათად ახასიათებს ვინმესთან შეჯიბრის ან ქიშპობის მომანეტი. ეს არის მშვიდობიანი ადამიანი, რომელიც გულმოწყალედ იტანს სხვების ნაკოლვანებებს და იშვიათად წუწუნებს ცხოვრებასზე.  ღორები ნაკლებად და  უხალისოდ ცრუობენ, რადგან შემდგომში ამ ტყუილით ცხოვრება ძალიან უძნელდებათ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები მოკლებული არიან ეშმაკობას და სიფრხილეს, მათ საკმარისი ჭკუა  და ლოგიკური აზროვნება გააჩნიათ საიმისოდ რომ კარგი და ცუდი ობიექტურად  გაარჩიონ. უბრალოდ, ხშირად ურჩევნიათ სჯეროდეთ იმის, რასაც ეუბნებიან. მათთვის ასე ცხოვრებ გაცილებით იოლია. ღორი კარგი მეგობარი და კომპანიონია. მართალია, უფრო სიტყვაძუნწია, ვიდრე მჭერმეტყველებით გამორჩეული, მაგრამ თუ ერთი გაუსკდა, გულახდილობის ბუშტი შეიძლება დიდი ხნით ვეღარ დაიძვრინოთ თავი მისი ლაქლაქისგან. ღორები ინტელექტუალურები არიან. ბევრს კითხულობენ და ცდილობენ საკუთარი ცოდნის თვალსაწიერი მაქსიმალურად გაიფართოვონ.  მათი უმრავლესობა მატერიალისტია და გამოირჩევა კომფორტის სიყვარულით. თავიანთ ქონებას ღორები ნაბიჯ-ნაბიჯ უყრიან თავს და ფულსაც მონდომებით აგროვებენ. როგორც წესი, ლოიალურები არიან, თუმცა თუ ღორმა რაიმე მტკიცედ დაისახა მიზნად, მის წინსვლას ვეღარაფერი შეაჩერებს. ღორს ცოტა მეგობრები ჰყავს, თუმცა იმ მცირერიცხოვან ადამიანებს, ვისაც ღორი თავისი გულის და სახლის კარებს უღებს, მაქსიმალური ერთგულებით და გაგებით ეკიდება. სიყვარულში, ღორი ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანია პარტნიორის მიმართ. უყვარს საკუთარი გრძნობების, მატერიალური კუთხით აფიშირება, რაც ძვირადღირებული საჩუქრებით გამოიხატება. მიუხედავად იმისა, რომ ღორი საკმაოდ ტემპერამენტიანი და ფიცხია, მას არ უყვარს კამათი და ჩხუბი. ყოველთვის ურჩევნია დაძაბულ სიტუაციას მშვიდობიანი ბაასით გაერიდოს, ვიდრე მაგიდაზე მუშტის დარტყმით ამტკიცოს საკუთარი სიმართლე. ღორი უზომოდ მონდომებულია, ამ ადამიანებისგან, საკუთარი საქმის ვირტუოზები და კარგი პროფესიონალები გამოდიან. თუმცა ამ მათ ზოგჯერ სიზარმაცისკენ მანიაკალური მიდრეკილებაც ახასიათებთ, რის გამოც  ზოგიერთი ღორის ცხოვრება ხშირად გაუსაძლისი და უღიმღამო ხდება. ამიტომ, ღორმა აუცილებლად უნდა გააკონტროლოს საკუთარ ხასიათში, ამგვარი მიდრეკილებები და  ასევე ერიდოს უშრომელი შემოსავლით ცხოვრების ცდუნებას, რადგან ასეთ შემთხვევაში იგი სიფრთხილეს და გამჭრიახობას დაკარგავს, რაც შესაძლოა მისთვის ერთობ სავალალო შედეგები მოყვეს.

ვერძი ღორი – სიცოცხლისმოყვარული, ოპტიმისტი და მხიარული ადამიანია. ვერძ-ღორს ხასიათის სიმტკიცე და პრინციპულობა ახასიათებს. მას არ უყვარს საკუთარი აზრის შეცვლა იმ შემთხვევაშიც კი, როცა ვინმე დაუმტკიცებს რომ ცდება. თუმცა მიუხედავად ამისა, ეს ადამიანი გარშემომყოფებს ძალიან უყვართ, უბოროტო საქციელის და გადამდები ოპტიმიზმის გამო.

კურო ღორი – იგი იმ ადამანთა რიცხვს განეკუთვენება ვინც თავის ცხოვრებას ნაბიჯ-ნაბიჯ იშენებს. კურო-ღორი კარგი ფინანსისტი და მუყაითი მშრომელია. მას შეუძლია ხანგრძლივი დროის მანძილზე იმუშაოს თავაუღებლად საიმისოდ, რომ მისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის კომფორტული საარსებო გარემო უზრუნველყოს. ღორი-კურო საიმედო და ერთგული პარტნიორია, იგი იშვიათად ღალატობს თავის რჩეულს და მაქსიმალურად ცდილობს ეს უკანასკნელი ყველაფერით უზრუნველყოს და გაანებივროს.

ტყუპები ღორი- მოუსვენარი, ცვალებადი და საკმაოდ პრეტენზიული ნატურაა. ტყუპი-ღორი გამუდმებით ცდილობს წონასწორობის დაცვას ოჯახსა და პროფესიულ ინტერესებს შორის, თუმცა როგორც წესი ორი კურდღლის დევნაში ხშირად ვარდება ნერვოზულ მდგომარეობაში, რაც შედეგად მისთვის ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის დაძაბვას იწვევს.

კირჩხიბი ღორი - იშვიათი კომბინაციაა, რომელიც სასიამოვნო და უკონფლიქტო პიროვნებას აყალიბებს. კირჩხიბი ღორი მშვიდობისმოყვარე, არაკონფლიქტური და მოსიყვარულე ადამიანია. დაბადებიდან ოჯახის მოყვარული და მზრუნველი, ცხოვრების აზრს ოჯახურ სიმყუდროვეში ხედვს. მას საკმაოდ კარგი ფინანსური ალღო გააჩნია, ამიტომ ოჯახს როგორც წესი ყოველთვის ყველაფრით უზრუნველყოფს. თუმცა განსაკუთრებული კარიერიზმით არასოდეს გამოირჩევა.

ლომი ღორი – ამბიციური, შრომისმოყვარე და კარგი ორგანიზატორული უნარით დაჯილდოვებული ლომი-ღორი, ხშირად ახერხებს ცხოვრებისეული მიზნების მთელი ასი პროცენტით შესრულებას. ამ ადამიანს კარგად ეხერხება უფროსობა და კოლექტიური საქმის კეთება. ისე რომ თანამშრომლების მხრიდან პატივისცემა და მოწიწება არ დაკარგოს. ღორი-ლომი ბუნებით რომანტიკოსია, ამიტომ მისგან კარგი მეუღლე და პარტნიორი დგება, რომელიც აქცენტს ყოველთვის აკეთებს სიყვარულის მატერიალურ გამოხატულებაზე (ძვირფას საჩუქრებზე, ფუფუნების საგნებზე და ა.შ).

ქალწული ღორი – საკმაოდ რთული კომბინაციაა, რომელიც მარტოსულ მაგრამ დამოუკიდებლობისმოყვარე პიროვნებას აყალიბებს. ქალწული ღორი, ხალხმრავლობას გაურბის, თუმცა მას აუცილებლად ესაჭიროება გვერდით გამგებიანი და მომთმენი პარტნიორი, რომელთანაც იგი საკუთარ მისწრაფებებს გაიზიარებს. ამ ადამიანს უყვარს მარტო მუშაობა და იშვიათად ახერხებს ჯგუფურ თანამშრომლობაში წარმატების მიღწევას.

სასწორი ღორი - ხშირად ნიჭიერი, მაგრამ განსაკუთრებულ ამბიციურობას მოკლებული ადამიანია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბუნებამ რაიმე სახის ნიჭით დააჯილდოვა, იგი იშვიათად ცდილობს ამ ნიჭის რეალიზებას და ფართო საზოგადოების წინაშე საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას. ამ ადამიანს უყვარს ჩრდილში ყოფნა, აქედან გამომდინარე არცთუ იშვიათად ხდება საკუთარი სიზარმაცის მსხვერპლი და ცხოვრების ბოლოს არარეალიზებულ ოცნებებზე ხშირად დარდობს.

მორიელი ღორი-
ძალაუფრლებისმოყვარე, ჯიუტი და უზომოდ პრინციპული ადამიანია. მას უყვარს სხვებზე მბრძანებლობა და ამას არც არასოდეს მალავს. მორიელ-ღორს შეუძლია საკუთარი საქმე ფანატიკურად უყვარდეს და იგი ცხოვრების აზრად აქციოს. თუმცა თვისება, იშვიათად გაუწიოს ანგარიში სხვების აზრს, ხშირად აყენებს ამ ადამიანს პრობლემების წინაშე და აიძულებს ბევრი მტერი შეიძინოს.

მშვილდოსანი ღორი
-გულუხვი, კეთილი და მეგობრული ადამიანია. თუმცა თვისება გამუდმებით ეძებოს გარშემომყოფებს შორის მხარდამჭერი და თანამოაზრე, ხშირად აიძულებს ამ ადამიანს, თავი ილუზიით მოიტყუოს. მშვილდოსანი ღორი, შინაგანად კომპლექსიანია,აქედან გამომდინარე მისთვის აუცილებელია პარტნიორი, რომელსაც მყარი ხასიათი და მტკიცე მმორალური პრინციპები ექნება.

თხის რქა ღორი -
მზურნველი, მომთხოვნი და უზომოდ შრომისმოყვარეა. თხის რქა-ღორი ადრეული ასაკიდან იწყებს შრომას საიმისოდ რომ საკუთარი თავისთვის და ოჯახისთვის მყარი ფინანსური საფუძველი შექმნას. ამ ადამიანს იშვითად აშინებს ცხოვრებისეული სირთულეები და ნებისმიერ პრობლემას, სიჯიუტით და მოთმინებით ებრძვის.

მერწყული ღორი -
ამ ადამიანის ერთი შეხედვით გულუბრყვილო გარეგნობის მიღმა, საკმაოდ ამბიციური და ეპატაჟური ნატურა იმალება. ღორი-მერწყული შინაგანად მომთხოვნი და პრაგმატულია, მან კარგად იცის როგორ აღმოჩნდეს საჭირო დროს საჭირო ადგილას და საამისოდ გარემოცვასაც კარგად იყენებს. იგი ხშირად ახერხებს დაიკავოს მაღალი თანამდებობა, თუმცა როგორც უფროსი საკმაოდ მეგობრული და ლოიალურია, თუკი მის ინტერესებს ვინმე უხეშად არ ეწინააღმდეგება.

თევზები ღორი - ერთერთი საუკეთესო კომბინაციაა. თევზების კაცთმოყვარე, მოსიყვარულე ბუნებასთან ერთად, ღორისთვის დამახასიათებელი სტაბილურობა და სიდინჯე შესანიშნავ პიროვნებას აყალიბებს.თევზი-ღორი შესანიშნავი ხელმძღვანელი და მეუღლეა. მას შეუძლია პარტნიორისთვის მეგობარი და დასაყრდენი იყოს, ხოლო თანამშრომლებისთვის მამასავით მზრუნველი უფროსი და მფარველი.

Recent Posts

22 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

 
22 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს ისეთი შეუპოვარი იქნებით, რომ თქვენს მოთხოვნებს დაუყოვნებლივ შეასრულებენ. უფრო მეტიც, მთელი ქვეყანა თქვენს დაკრულზე აცეკვდება.

კურო
ყველა საქმე გვერდზე გადადეთ და მთელი დღე საყვარელ ადამიანს მიუძღვენით.

ტყუპი
დღეს მეგობრებთან ერთად მხიარულად გაატარებთ.

კირჩხიბი
მშვიდი და აუღელვებელი დღე გელით. დროა საკუთარ თავს მიხედოთ ან დაისვენოთ.

ლომი
კარგი დღეა ფიქრისთვის, მომავლის დაგეგმვისთვის. ეს დღე განმარტოებით, მშვიდ გარემოში გაატარეთ.

ქალწული
დღეს სარფიან ხელშეკრულებას გააფორმებთ და იმაზე მეტს მოიგებთ, ვიდრე გეგონათ.

სასწორი
დღეს ისეთი საქმეები მოგვარდება, რომლებსაც დიდი ხნის წინ ჩაუყარეთ საფუძველი, მაგრამ მივიწყებული გქონდათ.

მორიელი
არავის არაფერს დაჰპირდეთ და არც დღის განრიგი შეადგინოთ. ისე იმოქმედეთ, როგორც გაგეხარდებათ.

მშვილდოსანი
ზოგი ნივთის, ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია. გახსოვდეთ ეს სანამ სხვას გულს გაუტეხავდეთ ან რაიმე ნივთს დაამსხვრევდეთ.

თხის რქა
დადგენილი წესების იხელმძღვანელეთ თუ უსიამოვნებები არ გსურთ.

მერწყული
დღეს ყველას დასახმარებლად მზად ხართ და გარშემო მყოფებიც შესაბამისად ისარგებლებენ მომენტით.

თევზები
წარმატებული დღე გელით და ისეთი საქმეები მოაგვარეთ, რაც აქამდე უძრავად იყო

  1. 21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი Leave a reply
  2. 20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი Leave a reply
  3. ჟურნალ “ვოგის” მოდურ-ასტროლოგიური ექსპერიმენტი Leave a reply
  4. 19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი Leave a reply
  5. 18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი Leave a reply
  6. ნუმეროლოგია Leave a reply
  7. პლანეტები და ადამიანის შვიდი სასიცოცხლო ციკლი Leave a reply
  8. ზოდიაქოს ნიშანი და სასმელის მიმართ დამოკიდებულება Leave a reply
  9. საუკეთესო დღეები დიეტის დასაწყებად ივნისის თვეში Leave a reply